ვაშაძის რუსეთუმეობას რო აწვებით, ნუთუ ელემენტარული სირცხვილიც არ არსებობს?
2008 წლის მერე, რუსეთის აღიარების მერე
კაცმა მთელი მსოფლიო შემოიარა რომ აფხაზეთი და ოსეთი არ ეღიარებინა ქვეყნებს და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში მას პირადად
ის რომ დასავლეთისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სასაუბრო თემა და პრობლემა იყო საქართველო და მუდამ ამაზე მიდიოდა ზეწოლა დასავლეთის მიერ რუსეთზე ანუ საქართველოს თემა რომ აქტუალური იყო მსოფლიო პოლიტ სცენაზე, ესეც მისი ძალიან დიდი დამსახურებაა პირადად
ის რომ მიუხედავად რუსეთის უდიდესი ზეწოლისა და პროპაგანდისტული მანქანისა, 2008 წლის ომს დაერქვა საერთაშორისო ასპარეზზე სახელი ანუ რუსეთის აგრესია და რუსეთს ეწოდა ოკუპანტი, ამაშიც რომ ვაშაძის ძალიან დიდი დამსახურებაა
ნუთუ გგონიათ ეს დაავიწყდა ხალხს?
ხო ქოცებო აშშ-ს სპეცსამსახურებმა ვერ გამოავლინეს ვაშაძის აგენტობა და თქვენ გამოავლინეთ ეხლა
ქოცებმა კი საქართველოს თემა საერთოდ გააქრეს მოსფლიო პოლიტიკის ასპარეზოდან(რაც რუსეთის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა) და საქართველო გახადეს მეორეხარისხოვანი პრობლემა დასავლეთისთვის, ესეც ხო არ დაგავიწყდათ?
სალომემ კი აფზახეთი და ოსეთი განგრენა რო არისო და უნდა მოიკვეთოსო, ომი კი ჩვენ დავიწყეთო, ჩვენი ჯარი ჩვენ მოსახლეობას ბომბავდაო და ა,შ - ესეც ხო არ დაგავიწყდათ ანუ პირდაპირ რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს იმეორებს
ის რომ სალომეს წიგნის ციტატები რუსეთმა ჰააგაში შეიტანა მტკიცებულებებად ჩვენს წინააღმდეგ ესეც ხო არ დაგავიწყდათ?
და ამის მერე კიდე ვაშაძეზე ამბობთ რამეს ქოცებო? არ გრცხვენიათ?
ან საქათველოში თუ ვინმე ღიად პრორუსია დღეს სალომეს პირველი მომხრეა და ვაშაძის პირველი მაგინებელია (რაც ნათლად მოწმობს თუ ვინ ვისი ინტერესების გამტარებელია)
აიღეთ თუნდაც "წითელი ინტელიგენცია"(გურანდა გაბუნია, ქეთი დოლიძე, რობერტ სტურუა და სხვა ღია პრორუსები), პრორუსი პოლიტიკოსები(პატრიოტთა ალიანსი, ბურჯანაძე და ა,შ), პრორუსი მედია (ობიექტივი და ასავალ-დასავალი),პრორუსი არასამთავრობოები (მჟავანაძე, ხუბუტია და ძმანი მისნი) ვის უჭერს მხარს? შემთხვევით სალომეს ხო არა?
რუსეთის გრუ-ს და ფსბ-ს აგენტები,ისენი ვინც ნაცებმა დაიჭირეს(შკრილნიკოვი, ჩახალიანი და ა,შ) შეწყალებით გამოუშვეს ციხეებიდან ქოცებმა და ა.შ
ყველაფერზე შეიძლება რამე თქვათ ნაცებმზე, მარა ამ თემაზე საუბარი ქოცების მიერ მაგარი სირცხვილია
და ამით კიდე უფრო აღიზიანებთ ხალხს
ქოცი, რომ რუსეთუმეს ვინმეს დააბრალებს და მითუმეტეს ნაცს(რომელიც რუსეთის პირდაპირი მტერია), მაგრად ტეხავს
კოსაჩოვმა რა თქვა ის მაინც ნახეთ დღეს, მოსკოვში აღარ მალავენ თუ როგორ უნდათ სალომეს მოგება და რამხელა საფრთხეა მათთვის ვაშაძის გაპრეზიდენტება
თქვენ ქართველი ხალხი მართლა დებილები და ბრმები ხო არ გგონიათ?
ისეთ თემას მაინც მიაწექით, სადაც მინიმალური შანსი გექნებათ
ასეთი უტიფრობით ხალხს კიდე უფრო აღიზიანებთ და პირელ ტურში გაწნილი სილა უკვე პანღურად გადაიქცევა მე-2 ტურში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 30 Oct 2018, 20:51