#53693791 · 30 Oct 2018, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
28 ოქტომბრის არჩევნები, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგით დასრულდება მეორე ტური, ცხადყოფს ერთ რამეს- ოცნების პოლიტიკური თაფლობის თვე დასასრულს მიუახლოვდა, და ამომრჩეველი დღითიდღე უკვე უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვს არსებული ხელისუფლებიდან კონკრეტული სახის პრობლემების გადაჭრას- მაგ. სოციალურ-ეკონომიური სახის პრობლემების. ეს მოთხოვნები 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო გაიზრდება და ამომრჩევლების უფრო და უფრო დიდი რაოდენობა ჩაერთვება სხვადასხვა სახის საპროტესტო ტალღაში. დიდად გასაკვირი არც არის რომ ესე ხდება, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია ესეთი გრძელი პოლიტიკური თაფლობის თვე როგორც ოცნებას- მაგ. გამსახურდიას საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე თვეში გაუმართეს, სააკაშვილის მმართველობა 4 წლის შემდგომ უკვე მუდმივი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების თანხლებით წარიმართა და ასე შემდგომ. შესაბამისად ოცნებისთვის მეტნაკლებად უღრუბლო დღეებიც 6 წლის თავზე უკვე ლოგიკურ დასასრულს მიახლოვდა. არსებული პრობლემების ფონზე ეს საპროტესტო ტალღა უფრო და უფრო გაიზრდება და თუნდაც ამ არჩევნებზე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, ოცნებას უფრო და უფრო გაუჭირდება მოსახლეობის საპროტესტო ტალღის ფონზე სახელმწიფოს მართვა. ოცნებისთვის გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ორია: პირველი) შეინარჩუნონ ერთპარტიული მმართველობა მაგრამ რაღაც მანქანების გამოყენებით ბევრად უფრო ეფექტური გახადონ მათი მმართველობა, რაც შესაძლებლობას მისცემს რომ 2020 წლის არჩევნებზე უბრალო უმრავლესობით მაინც დარჩნენ ხელისუფლებაში ( არსებული პრობლემების რაოდენობიდან გამომდინარე ეს რამდენად შესაძლებელია კიდევ ცალკე საუბრის საგანია) და მეორე) უარი თქვან ერთპარტიულ მმართველობაზე და გაზარდონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა- მაგ. ევროინტეგრაციის მომხრე პარტიებთან ერთად შექმნან ახალი კოალიცია და გარკვეულ წილად მოახდინონ პასუხისმგებლობის არეალის გაზრდა ( რაც გარკვეული სახის პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში ასევე შესაძლებლობას მისცემთ რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვონ). სხვა შემთხვევაში სულ რაღაც ორ წელიწადში არჩევნებში არაეფექტური და ერთპარტიული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მსხვერპლი ადვილად გახდება
This post has been edited by Sophist on 30 Oct 2018, 21:00
--------------------
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...
|