ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე ბრძანებს, რომ:
"ვალუტის კურსი არის ის ბარომეტრი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური ჯანმრთელობის დონე."
"კურსის გაუფასურებისაგან გამოწვეული გამოწვევების პრევენციისა და საზოგადოების კეთილდღეობის დაცვის მიზნით გამოიყენება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები. ბიზნეს სექტორი სავალუტო რიკის მინიმიზაციის მიზნით იყენებს ჰეჯირების სხვადასხვა ინსტრუმენტებს. ეროვნული ბანკი იყენებს: სახაზინო ფასიან ქაღალდებს, სადეპოზიტო სერტიფიკატებს, მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს."
"აღსანიშნია, რომ ჯანსაღი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა ეროვნული ვალუტის გაურკვევლობის შესაძლებლობას არ იძლევა. ვალუტის კურსის ცვალებადობაზე მოქმედი ფაქტორებიდან შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო ვალი."
"ამიტომ, როდესაც პოლიტიკურ და მმართველობით რგოლს ვირჩევთ, აკადემიურად უნდა შეფასდეს კანდიდატის მმართველობითი პოტენციალი, ეკონომიკური ტალღის წარმოქმნის ძალა და პოლიტიკური ქარიზმა."
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...lobas-ar-izlevaამ საოცარი დასკვნების გაკეთებისას, პროფესორი არ ამბობს:
1. რომელ ვალუტის კურსზეა საუბარი?
2. კურსის გაუფასურებით გამოწვეული გამოწვევები თუ ინფლაციას გულისხმობს, რატომ პირდაპირ არ წერს როდის არის ინფლაცია გამოწვევა?
3. როცა საუბარია კურსის სტაბილურობის მოთხოვნაზე, საუბარია გრძელვადიან სტაბილურობაზე თუ მოკლევადიანზე?
4. რატომ არის ვალუტის კურსი სიჯანსაღის ბარომეტრი? თუ არ ხსნის კონკრეტულად, რომელიმე ეკონომიკური თეორია მაინც მიუთითოს, რომელიც ეკონომიკის ბარომეტრად ვალუტის კურსს თვლის.
5. საერთოდ რა არის "ეკონომიკის სიჯანსაღის ბარომეტრი", რამე ახალი მაჩვენებელი გამოჩნდა ეკონომიკურ თეორიაში - "ეკონომიკის სიჯანსაღე" ?
პატივცემული დოქტორი სწორედ იმ "პროფესორთა" კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა "ნააზრევიც" იყიდება ქართულ მედიაში და რომლებიც დღენიადაგ პირდაპირ და ირიბად ჩაგვჩიჩინებენ რომ დოლარი/ლარის კურსი არის მთავარი მიზეზიც და შედეგიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისა და შესაბამისად, მუდმივად ახვევენ თავს საზოგადოებას, რომ ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი მიზანიც დღეს დოლარი/ლარის კურსის გამყარება უნდა იყოს.
ვერ მივხვდნენ ეს ვითომ პროფესორები, რომ დოლარი/ლარის კურსი არის მხოლოდ დოლარი/ლარის კურსის ბარომეტრი და მეტი არაფერი.
ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ პროფესორს უმალ მიაბრძანებდნენ შესაბამისი აკადემიური დაწესებულებიდან.
This post has been edited by შავლეგა on 31 Oct 2018, 13:02