მოკლედ თქვენი არ ვიცი და ამ საგანგებო რეჟიმებით, კომპრომატების ფრიალით, სამოქალაქო ომის გაჩაღების მუქარით, სააკაშვილი ჩამოდის თუ არ ჩამოდის, ვითომ-ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტებით გინდ იქიდან გინდ აქედან და ა.შ. უაზრო ღრიანცელით სხვადასხვა არხებზე, მაგრად დავიღალე, ტელევიზორს აღარ ვრთავ

აქ და ზოგადად ნეტში თუ შევხედავ რამეს, ვცდილობ სხვა რამით დავკავდე თავისუფალ დროს და აღარ ვუყურე მაგ ტიპებს.
ჰოდა ასეთი კითხვა მაქვს, ვისზეა გათვლილი ეს ორმხრივი საგანგებო რეჟიმები, კომპრების აფრიალებით მუქარები, ბოტების და ტროლების მუშაობა და ა.შ.
მე რა შთაბეჭდილებაც მრჩება, ყველას გადაწყვეტილი აქვს უკვე ვის მისცეს ხმა (მეც მათ შორის), ზოგი ვაშაძეს მოხაზავს, ზოგი სალომეს.
აი აქაც, ამ ფორუმზეც ცხადზე უცხადესია ყველაფერი, ზოგი ვაშაძისკენაა ამ სიტუაციაში, ზოგი სალომესკენ, არცერთს რომ არ მისცემს ხმას ეგეთებიც მეგულებიან.... მაგრამ გადაუწყვეტელი არავინ
არადა ტიპები ორივე მხრიდან, რამხელა ფულს (ეს უფრო ქოცები), რამხელა ნერვებს (ეს ორივე მხრიდან) და მონდომებას (ესეც ორივე) ანთხევენ, ე.წ. გადაუწყვეტელებზე მუშაობაში.
რავი მგონი ტყუილად შრომობთ ბიჭებო და გოგოებო, გადაწყვეტილი აქვს ყველას ყველაფერი უკვე.
ვინ მოიგებს აზრზე არ ვარ, მაგრამ გადაუწყვეტელების არ მჯერა.
თქვენ რას ფიქრობთ, მე ვერ ვხედავ გადაუწყვეტელ ხალხს, თუ ასეთებიც არსებობენ რეალურად და მაყუთი, ნერვები და დრო ტყუილად არ იყრება?
This post has been edited by ingfari on 31 Oct 2018, 20:37