#53702211 · 1 Nov 2018, 01:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და იქმნა სასწაული დიდი ივერიასა ზედა რაოდენ ვერღარა განაყალბებდნენ არჩევნებსა ხალხთმმართველობისა მზაკვარნი ავისა და ბოროტისა და მრავალთა გარყვილებათასა, ეგრეცა ანგარებითა მომხვეჭელობისა და იდუმალ კირთებისა მპყრობელნი სახელოთა ხელმწიფებისა მუნ.
და იბრალებნენ მარცხსა თვისსა ვითარცა კეთილსა ნებასა და სათნოებასა წინაშე ერისა ოდენ თვალთმაქცად და ცრუდ!
დაღაცა კაცნი გონიერნი, ვითარცა მე, და ეგრეცა კვლავაც მცირედნი, ჰგიებდნენ დაფარულისა სასწაულისა არსსა, რომელ არს სმარტფონ, იგივ ჯადო დაფა თითსაცაცუნო, აღჭურვილ საფირონის თვალითა ეიჩდი ხილვადობისა, გარდამცემელი მსწრაფლ ამბისა სამყაროსა ზედა და მქნელი ყოველთა კაცთა ვითარცა კუერძოსა მცირედსა ტელეარხსა რამეთუ განავრცელებდნე ყოველთა უკეთურებასა ხელისუფალთა მსწრაფლ ერსა შიგან და აღუკვეთილ ქმნილ ჰყვნიდნენ გაყალბებასა.
და ესე სასწაულთა საქმნელად ამა სმარტფონის დამბადებელი კაცი მეცნიერი ადამის მოდგმის მისწრაფებათა, გუარით სჯობს და სახელითა სტივ, აწ მკტუარი სენითა ძნელითა და ძლიერითა, ვითარცა კიბო, იქმნა მხსნელი წინაშე ქართუელთა მოდგმისა.
და ჯერ არს ეკლესიამან მაცხოვრისამან, სრულიად სამოციქულომან ივერიისამან კანონ ჰქმნას ღუაწლი ამა კეთილი კაცისა და შერაცხ ჰყოს დასსა წმიდათასა!
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|