ვინც სიცრუით და ტალახის სროლითიბვრძვის ყველა უნამუსოა, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს.
აქაც (ფორუმზე) ბევრია სიცრუე და ატაცებულ სიცრუეზე დაფუძნებული ცრუ ანალიზი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...soluturi-sicrueინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. მისი განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლობა აქვს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად მოხმარება და კონტროლი-გამოყენება. ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე",- აცხადებს ელიზაბედ რუდი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. საელჩო აღნიშნავს, რომ ჯონ ბოლტონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას.