რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არის.
როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მათი თქმით, ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, თბილისიდან დამატებითი ძალები მიემართებიან.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ცეცხლი იქვე მდებარე მიკროავტობუსს და ხეებსაც მოედო. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800-900 კვ. მ. ფართობი.
https://on.ge/story/29664-%E1%83%A0%E1%83%A...5iAF4i6yzCfjBoMეგ ბაზარი სულ ახალი გახსნილი ყოფილა მოკლედ ან ელექტროობის თემაა ან ვიღაქცას დარჩა ჩართული ან ანთებული ან დივერსიაა
სახანძრო საწინააღმდეგო დანადგარებს რატომ არ ამონტაჟებენ რა გახდა 100 ლარიანი რაღაც მოწყობილობის დაყენება ეგ მოწყობილობა მაგდენი არ ღირს უფრო იაფიც ღირს ნუთუ ასე ძნელია მაგ ტილიანი ხანძარ საწინააღმდეგო სისტემის დაყენება ?
This post has been edited by gray*wolf on 1 Nov 2018, 05:24