გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედი" ორმა ჟურნალისტმა - მართა არდაშელიამ და ქეთი ბრაჭულმა დატოვეს. ინფორმაციის თანახმად მათ მიერ არხის დატოვების მიზეზი ტელეკომპანიის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც არხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - " ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ნათქვამი იყო განცხადებაში.
პირველი რადიო შეეცადა ჟურნალისტებთან და ასევე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან დაკავშირებას, ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანიის განცხადება არხის საინფორმაციო სამსახურის სხვა ჟურნალისტებმაც გააპროტესტეს და შესაძლოა ტელევიზია მათაც დატოვონ.
შეგახსენებთ რომ ჟურნალისტების მიერ პროტესტის ნიშნად არხის დატოვებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=115679ყველაფერი ჩამოეშლება ბიძინას
პროცესი დაწყებულია
* * *
რამდენს ცდილობს ბიძინა, რომ რუსთავი 2-ს რამენაირი წინააღმდეგობა გაუწიოს, მარა ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა და ეხლაც ასე იქნება