უქმე დღეებსა და ღამის ცვლაში მუშაობა შესაძლოა, ორმაგად ანაზღაურდეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საკანონმდებლო წინადადება უქმე დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია.
პროექტი კოდექსში რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ.
“დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება – ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.
ასევე, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.
წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია.
http://bfm.ge/uqme-dgheebsa-da-ghamis-cvla...d-anazghaurdes/ეს ინიციატივა ყველას დაავიწყდა, საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია და ეხლაა ზუსტად იმის შანსი, რომ ეს კანონი მივაღებინოთ და კიდევ ერთი კაკალი გავაგდებინოთ ხალხის სასარგებლოდ.
ხო იძახდნენ კულტივაციის კანონს უკან არ გაიტანენო, გაიტანეს კი არა ცივი ოფლი არ ასხავთ რო.
ეხლაა ყველაზე კარგი მომენტი ეს ამბავი რაც შეიძლება მეტად გაზიარდეს ფეისბუკზე და ხალმა მოითხოვოს ამ კანონის მიღება.
ამაზე კარგი მომენტი მეორე აღარ იქნება, ესეც რამე სპეციფიკური თემა ხო არაა, ეს ეხება ყველას, ეს ეხება უბრალო ხალხს და თითოეულ ჩვენგანზეა როგორ მოვინდომებთ ამ კანონის ბოლომდე გატანას. შრომის კოდექსის მთლიანად შეცვლას დიდი დრო უნდა და იმედია აქედან დავიწყებთ ჩვენი კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ამ ეტაპზე ეს მაინც უნდა გავიტანოთ როგორც მინიმუმ.
იმედია არ ჩაძირავთ თემას და ამ 1 თვის განმავლობაში ცოცხლად შევჭამთ ამ და იმ ღორებს, რომ ეს კანონი არჩევნებამდე მიიღონ
This post has been edited by tb-seli on 2 Nov 2018, 19:15