Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(12)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართული ეთნოჯგუფების ურთიერთშერევა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#53712071
· 2 Nov 2018, 20:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქალაქების/რეგიონების/მუნიციპალიტეტების დონეზე ქართულ და არაქართულ მოსახლეობის რაოდენობას ვაკვირდებოდი და გამიჩნდა ასეთი კითხვა:
დასავლეთ საქართველოს რეგიონების 99%-ში ქართველები არიან სრულ უმრავლესობაში, მაგრამ სამხრეთში და აღმოსავლეთში რიგი ისტორიული ფაქტორების გამო სხვა სიტუაციაა, ამიტომ კითხვა ძირითადად ეხება, მესხეთს, ქვემო ქართლს და კახეთის ნაწილს..
მაგ:
1) ქვემო ქართლის 6 რაიონიდან მხოლოდ 3-ში : თეთრიწყაროში, წალკაში და გარდაბანში ჭარბობენ ქართველები არაქართველებს (დანარჩენ 3-შ კატასტროფული მდგომარეობაა).
ამ 3 ქართულ რაიონში რის ხარჯზე ჭარბობენ ქართველები? სხვა კუთხიდან ჩასახლებული ქართველების ხარჯზე თუ ადგილობრივი ქართლელების ხარჯზე? ( ბევრი სვანი და მეგრელია როგორც ვიცი)
ადგილობრივი ქვემო ქართლელები არსებობენ კიდევ?
3) მესხეთში 6 რაიონიდან:
ჯავახეთის 2 მუნიციპალიტეტში, ქართველი ფაქტიურად აღარ არსებობს.. ჯავახები რა რაოდენობაა გადასახლებული ქართლში ან იმერეთში, თუ საერთოდ გაქრობის პირასაა?
სამცხის 3 რაიონში : ადიგენი, ახალციხე, ასპინძა,
და თორში - ბორჯომის მუნიციპალიტეტში არიან ქართველები უმრავლესობაში..
"მესხი ვარ" - იმდენად იშვიათად გამიგია ვინმეს ეთქვას, მიჩნდება კითხვა, ამ რაიონებში ადგილობრივი მესხები არიან უმრავლესობაში თუ სხვა კუთხეებიდან ჩასახლებული ქართველებით მოხდა ქართველების პროცენტრული უპირატესობა?
ადიგენში 98% ქართველია, მაგრამ მესხები არიან თუ აჭარლები? ან ახალციხეში - იმერლები თუ მესხები, ასპინძასა და ბორჯომში - ქართლელები?
4) კახეთის 8 რაიონიდან რვავეში ქართველია უმრავლესობაში..
თუმცა, დედოფლისწყაროში მაგალითად: 89%-ია ქართველებზე, ადგილობრივი ქიზიყელების თუ სხვა კუთხიდან გადმოსახლებულების ხარჯზე?
ყვარლის რაიონში 91 %-ია ქართველი, რეალურად ადგილობრივი რამდენი იქნება?
ლაგოდეხში - 69 % ქართველია.. როგორც მე ვიცი ძირითადად იმერლები არიან ჩასახლებულნი..
და ა.შ.
სად შეიძლება მსგავსი ცნობები მოვიპოვო ინტერესის მოსაკლავად, ვინმე თუ დამაკვალიანებს მადლობელი ვიქნები..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tebulooo
Crazy Member
ჯგუფი: Registered
tebulooo
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1986
წევრი No.: 105611
რეგისტრ.: 22-November 09
#53712355
· 2 Nov 2018, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კახეთზე და ქვემო ქართლზე გეტყვი
ლაგოდეხში თითქმის მთლიანად იმერლები არიან, კახელი კანტიკუნტად თუ ურევია, ქართველების გარდა ცხოვრობენ აზერები, ოსები და რუსები. ყვარლის რაიონში სოფლებს გააჩნია, ყვარელი-გრემი-შილდა-ენისელი აქ კახელებია სულ, გავაზშიც კახელებია, კუჭატანში და ჭიკაანში კახელები და იმერლები, ახალსოფელში ნარევია მაგრამ ძირითადად კახელებია, მთის ძირში მესხები ცხოვრობენ. თელავის და ახმეტის რაიონებში ვერ გაიგებ, მთიელები, კახელები, რაჭველები, სომხები. მოკლედ აქ მაგარი სმესია და უფრო მეტი მთიელებია. კახელები სრულ უმრავლესობაში არიან გურჯაანის, საგარეჯოს და სიღნაღის რაიონებში. დედოფლისწყაროში თვითონ რაიონული ცენტრი მაგარი სმესია, მთიელები ცხოვრობენ აზერბაოიჯანის საზღვართან, ხოლო ქიზიყელები ოზაანში, არბოშიკში და მიმდებარე სოფლებში.
ქვემო ქართლს რაც შეეხება, წალკაში ქართლელები არ ცხოვრობენ, არიან სვანები და აჭარლები. თეთრიწყარო ნარევია, ქართლელებიც არიან მთიულებიც და სვანებიც. რაც შეეხება გარდაბნის რაიონს, მარტყოფი, ნორიო და მათ გარშემო კახელებია ძირითადად, უფრო სამხრეთით მთიელები და სვანები არიან ჩასახლებული, მათ შორის ცენტრშიც. ქართლელები კუმისში და თელეთში არიან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 245291
რეგისტრ.: 8-September 18
#53712427
· 2 Nov 2018, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგ მიწების ისტორიული მცხოვრებლები დიდ წილად იმერეთში გადასახლდნენ და დღეს იმერლობენ.
კახელები შემოსევებისას მთებს (თუშეთს, ფშავს, ხევსურეთს) აფარებდნენდ თავს, მერე ისევ ბრუნდებოდნენ დაბებში.. მაგრამ ამ ხალხის ნაწილს დღეს არასწორად ვეძახით ხევსურებს, ფშაველებს ე.წ. ისინი წარმოშობით კახელები არიან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#53712644
· 2 Nov 2018, 21:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tebulooo
QUOTE
მთის ძირში მესხები ცხოვრობენ.
ვა რა საინტერესოა..
რა გვარის მესხები არიან ხომ არ იცი?
QUOTE
თელავის და ახმეტის რაიონებში ვერ გაიგებ, მთიელები, კახელები, რაჭველები, სომხები. მოკლედ აქ მაგარი სმესია და უფრო მეტი მთიელებია
თელავი გურჯაანივით ადგილობრივებით დასახელებული მეგონა და არა ახმეტასავით მთიელების უმრავლესობაში..
QUOTE
ყვარლის რაიონში სოფლებს გააჩნია, ყვარელი-გრემი-შილდა-ენისელი აქ კახელებია სულ, გავაზშიც კახელებია, კუჭატანში და ჭიკაანში კახელები და იმერლები, ახალსოფელში ნარევია მაგრამ ძირითადად კახელებია,
როგორც მივხვდი, აქაც ძირითადად კახელები არიან უმრავლესობაში..
QUOTE
დედოფლისწყაროში თვითონ რაიონული ცენტრი მაგარი სმესია, მთიელები ცხოვრობენ აზერბაოიჯანის საზღვართან, ხოლო ქიზიყელები ოზაანში, არბოშიკში და მიმდებარე სოფლებში.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები?
QUOTE
ქვემო ქართლს რაც შეეხება, წალკაში ქართლელები არ ცხოვრობენ, არიან სვანები და აჭარლები
თუ ქართლელი არ ცხოვრობს, მაშინ გადაურჩენიათ წალკის რაიონი, 46 % უჭირავთ გადმოსახლებულ ქართველებს..
QUOTE
თეთრიწყარო ნარევია, ქართლელებიც არიან მთიულებიც და სვანებიც
QUOTE
რაც შეეხება გარდაბნის რაიონს, მარტყოფი, ნორიო და მათ გარშემო კახელებია ძირითადად, უფრო სამხრეთით მთიელები და სვანები არიან ჩასახლებული, მათ შორის ცენტრშიც. ქართლელები კუმისში და თელეთში არიან
ანუ ქვემო ქართლელები მხოლოდ თეთრიწყაროში არიან და გარდაბნის რადენიმე სოფელში..
კახელები გარდაბანში არ ვიცოდი..
სვანებით დასახლებულ სოფლებში ვარ ნამყოფი..
ალთა
QUOTE
მაგ მიწების ისტორიული მცხოვრებლები დიდ წილად იმერეთში გადასახლდნენ და დღეს იმერლობენ.
მესხებს გულისხმობ?
ზოგადად, შეგნებით და ცხოვრებით მესხები თუ არიან სამცხეში უმრავლესობაში?
ყველა კუთხის წარმომადგენელზე არსებობს ეთნო ნიშნით სტერეოტიპები, თუნდაც კომედიურ ჭრილში რაზეც ბავშვობიდანვე ვიზრდებით/გვესმის, მე მესხებზე და ჯავახებზე მსგავსი რამ არ მახსენდება, ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა..
QUOTE
კახელები შემოსევებისას მთებს (თუშეთს, ფშავს, ხევსურეთს) აფარებდნენდ თავს, მერე ისევ ბრუნდებოდნენ დაბებში.. მაგრამ ამ ხალხის ნაწილს დღეს არასწორად ვეძახით ხევსურებს, ფშაველებს ე.წ. ისინი წარმოშობით კახელები არიან
QUOTE
მაგრამ ამ ხალხის ნაწილს დღეს არასწორად ვეძახით ხევსურებს, ფშაველებს ე.წ. ისინი წარმოშობით კახელები არიან
მე ვიტყოდი, საკუთარ თავს თუ არ მიიჩნევენ კახელებად, მაშინ ფესვები არაფერს ცვლის..
ისევე როგორც გაიმერლებული მესხები, ან გაქართლელებული ჯავახები..
This post has been edited by
Carver
on 2 Nov 2018, 21:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#53712970
· 2 Nov 2018, 22:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქართლელები ცხოვრობენ მარნეულის რნ.ს სოფლებში წერაქვი და სიონი
ასევე დმანისის და ბოლნისის რნ.ბში კანტიკუნტად
გარდაბნის რნ.ში და თეთრიწყაროს რნ.ში მთიულებთან ნარევად
წალკის რნ.ს სოფელ რეხაში
მესხეთ ჯავახეთში 40 მესხ ჯავახური სოფელია
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13762
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53713478
· 3 Nov 2018, 00:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Carver
ქვემო ქართლი:
თეთრიწყარო-ქართლელები, მთიულები, სვანები, აჭარლები
გარდაბანი-ქართლელები, კახელები, აღმ.საქართველოს მთიელები, აჭარლები, სვანები
მარნეული-ქართლელები, იმერელები, აჭარლები, სვანები
ბოლნისი-ქართლელები, სვანები, რაჭველები, აჭარლები
დმანისი-ქართლელები, სვანები, აჭარლები
წალკა-ქართლელები, აჭარლები, სვანები
სამცხე-ჯავახეთი:
ადიგენი-მესხები, იმერლები, რაჭველები, აჭარლები
ახალციხე-მესხები, იმერლები, რაჭველები
ასპინძა-მესხები, ჯავახები, იმერლები, რაჭველები, აღმ.საქართველოს მთიელები, აჭარლები
ახალქალაქი-ჯავახები, აჭარლები
ნინოწმინდა-აჭარლები
ბორჯომი-ქართლელები, იმერლები (ზოგადად ყველა ეთნოგრაფიული ჯგუფის ქართველია მანდ ცოტ-ცოტა)
სად რა შეფარდებაა და რომელი სოფელი რომლისაა მაგის ჩამოწერა დიდ დროს წაიღებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
#53713715
· 3 Nov 2018, 00:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ყოველთვის მაინტერესებდა ქართლი, როგორც ფენომენი, რა ხალხია საერთოდ. რა თვისებებით.
ამ ბოლო დროს საერთოდ არ ჩანან პოლიტიკურ შემოქმედებით ასპარეზზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#53713773
· 3 Nov 2018, 01:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kakha.G
QUOTE
მესხეთ ჯავახეთში 40 მესხ ჯავახური სოფელია
ადიგენი, ახალციხე, ასპინძა - აქედან რომელში არიან უმრავლესობაში, თუ შეგიძლია რომ მითხრა?
ingfari
ყველა რაიონი გიწერია, რაც მაინტერესებდა.. ამოვკრიფე ინფორმაცია..
აჭარლებს ყოჩაღ, არ მეგონა ჭარბი მოსახლეობა თუ ჰყავდათ..
QUOTE
სად რა შეფარდებაა და რომელი სოფელი რომლისაა მაგის ჩამოწერა დიდ დროს წაიღებს
მხოლოდ მესხებზე ჩაგეკითხები, რომელ მუნიციპალიტეტში არიან უმრავლესობაში?
და კიდევ ერთი კითხვა - შიდა ქართლიც ასეთი ჭრელია თუ ძირითადად ქართლელები არიან ხუთივე რაიონში? ჯავა გასაგებია..
This post has been edited by
Carver
on 3 Nov 2018, 01:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13762
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#53714060
· 3 Nov 2018, 03:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Carver
შიდა ქართლი სხვა შემთხვევაა.
მანდაც ბევრია იმერული და რაჭული წარმოშობის, ასევე არიან აღმ.საქართველოს მთიელები საკმაოდ, მაგრამ განსხვავებით ქვემო ქართლისგან და სამცხე-ჯავახეთისაგან თავისი სოფლები არ აქვთ, ანუ ქართლელების სოფლებში დასახლდნენ საუკუნეების განმავლობაში, მუდმივად ერეოდნენ რა მოკლედ....
ჰოდა ამიტომ ქართლელებად თვლიან თავს და არიან კიდეც, მხოლოდ გვარებით მიხვდები რომ ძირი იმერეთიდან ან რაჭიდანაა.
ზოგადად შეურეველი რეგიონი საქართველოში არ არსებობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BesoK
Crazy Member
ჯგუფი: Registered
BesoK
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1179
წევრი No.: 159411
რეგისტრ.: 14-January 13
#53714164
· 3 Nov 2018, 07:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
ესეიგი გურულ-მეგრელები მთელი ძალით თბილისის კოლონიზაციას ახდენენ როდესაც დანარჩენი დასავლელები პროვონციებში სახლდებიან. საინტერესოა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tsotne
Crazy Member
ჯგუფი: Members
tsotne
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2506
წევრი No.: 2906
რეგისტრ.: 18-October 03
#53714252
· 3 Nov 2018, 09:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(BesoK @ 3 Nov 2018, 07:40 )
ingfari
ესეიგი გურულ-მეგრელები მთელი ძალით თბილისის კოლონიზაციას ახდენენ როდესაც დანარჩენი დასავლელები პროვონციებში სახლდებიან. საინტერესოა
მეგრელებმა აფხაზეთის "კოლონიზება" მოახდინეს.
გურულებმა აჭარის და მცირე რაოდენობით შიდა ქართლის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
BesoK
Crazy Member
ჯგუფი: Registered
BesoK
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1179
წევრი No.: 159411
რეგისტრ.: 14-January 13
#53715858
· 3 Nov 2018, 16:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tsotne
აფხაზეთის მეგრელი კოლონისტების დიდი ნაწილი თბილისში გადასახლდა ან ქვეყანა დატოვა. უმჯობესი იქნებოდა პროვინციებში მიწები გადაეცათ მათვის დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად. აი მაგალითად წალკაში სვანებთან და აჭარლებთან ერთად ჩაესახლებინათ კომპაკტურად. გურულები ბლომად არიან აჭარაში მართალია. თუმცა ეგ წარსულის მიგრაციების შედეგებია. მე კი დღევანდელობაზე ვსაუბრობდი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kanian_U
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kanian_U
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11516
წევრი No.: 118391
რეგისტრ.: 14-July 10
#53717556
· 3 Nov 2018, 21:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყოველთვის მაინტერესებდა, თუ შემორჩნენ ის ძველი მესხები და ჯავახები და რა გვარებს ატარებენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#53717606
· 3 Nov 2018, 21:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ingfari
QUOTE
ზოგადად შეურეველი რეგიონი საქართველოში არ არსებობს.
სვანეთი.
უიშვიათესი გამონაკლისები თუ არის, მხოლოდ მეგრელი რძალი
* * *
BesoK
QUOTE
ესეიგი გურულ-მეგრელები მთელი ძალით თბილისის კოლონიზაციას ახდენენ როდესაც დანარჩენი დასავლელები პროვონციებში სახლდებიან. საინტერესოა
+ იმერლებიც. ეს სამივე ძალიან მობილურები არიან. მაქსიმუმის და საუკეთესოს მიღწევაა მათი მიზანი.
აღმოსავლეთ საქართველოს შვილები უპრეტენზიოები არიან. თვინიერები, ზომიერები, ფეხის ამწყობები. წინ გაჭრა, გაძრომა მათს ბუნებას არ ახასიათებს.
ამერსაც და იმერსაც
This post has been edited by
annavita
on 3 Nov 2018, 21:16
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ალთა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 245291
რეგისტრ.: 8-September 18
#53718275
· 3 Nov 2018, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(shavparosaniii14 @ 3 Nov 2018, 00:59 )
მე ყოველთვის მაინტერესებდა ქართლი, როგორც ფენომენი, რა ხალხია საერთოდ. რა თვისებებით.
ამ ბოლო დროს საერთოდ არ ჩანან პოლიტიკურ შემოქმედებით ასპარეზზე
ქართლელი როგორც ასეთი არ არსებობდა ისტორიაში..
იყვნენ ქართველები (დღევანდელი ქართლის მაცხოვრებლები), კახელები, იმერლები, თუშები და ა.შ.
მერე ჭავჭავაძეებმა და ქართველი ერის სხვა მამებმა,
მოიგონეს რომ ყველა კუთხის მაცხოვრებელი ქართველია
და ამიტომაც ქართლის მოსახლეობას ქართლელები შეარქვეს.
ამიტომაც არაა ქართლელებში კუთხურობა ისე ძლიერი როგორც ეს სხვა რეგიონების ხალხშია.
ქართლელი თავს ჯერ ქართველად მიიჩნევს,
იმერელი იმერლობს და მერე ქართველობს
This post has been edited by
ალთა
on 3 Nov 2018, 23:05
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(12)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0427 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.