ეს ნაღდია თუ მორიგი ბინძური წინასაარჩევნო კამპანიაა??
პატრიარქის მიმართვას გვერდი ძლევაი საკვირველი აქვეყნებს, სადაც პატრიარქი მოუწოდებს მრევლს
მეორე ტურში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, თუკი ოცნება მის პირობებს შეასრულებს
https://www.facebook.com/notes/ძლევ...18500434944536/'' სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა „ქართული ოცნებისადმი“
ძლევაი საკვირველი·პარასკევი, 02 ნოემბერი, 2018
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მინდა გულისტკივილით გამცნობოთ, რომ ჩვენი სამშობლო უდიდეს განსაცდელშია! ღვთისაგან თქვენ გეძლევათ ისტორიული შესაძლებლობა გადაარჩინოთ საქართველო სულიერი და ფიზიკური განადგურებისაგან, თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ხუთივე პირობას შეასრულებთ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, არაუგვიანეს 10 დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ უნდა დადოს შემდეგი ხუთი პირობა:
ყველა მიგრანტს (ირანელს, თურქს, ინდოელს, ჩინელს, ერაყელს, სირიელს და ა.შ.) უნდა ჩამოერთვას საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება და მომავალშიც არ უნდა ჰქონდეთ ამისი შესაძლებლობა. გამონაკლის შემთხვევას უნდა წარმოადგენდნენ: ა) ქართველური წარმომავლობის პირები, როგორებიც არიან ფერეიდნელი ქართველები, ლაზები, ტაო-კლარჯელი ქართველები და ა.შ. ბ) ასევე ის უცხოელები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში განახორციელეს არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ ინვესტირებით შექმნილ საწარმოში დაასაქმეს არანაკლებ 80% საქართველოს მოქალაქეებისა (გამომდინარე ამავე საწარმოს თანამშრომელთა მთელი რაოდენობიდან). გ) ასევე ის უცხოელები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სფეროებში.
კონსტიტუციურად უნდა აიკრძალოს უცხოელებზე მიწის მიყიდვა.
14 წლის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დაშვებულ უნდა იქნას ალტერნატიული არაელექტრონული პირადობის მოწმობები.
ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონიდან“ ამოღებულ უნდა იქნას შემდეგი სიტყვები და ტერმინები: „გენდერული იდენტობა“, „სექსუალური უმცირესობა“. შესაბამისად უნდა აიკრძალოს სოდომური ცოდვების ნებისმიერი პროპაგანდა.
პარლამენტიდან სამუდამოდ უნდა იქნას გაწვეული ე.წ. „კანონპროექტი კანაფის წარმოების შესახებ“ და კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ისეთი შესწორება, რომელიც აკრძალავს საზოგადოებისა და პიროვნების დეგრადირების საფრთხის შემცველი კანონების მიღებას.
მე მოვუწოდებ პირველ ტურზე სახლში დარჩენილ ამომრჩეველთა 60%-ს ხმა მისცენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას თუ კი მეორე ტურის ჩატარებამდე, არაუგვიანეს 10 დღით ადრე, „ქართული ოცნება“ აქ ჩამოთვლილ უკლებლივ ხუთივე პირობას დადებს, ღვთისა და ქართველი ერის წინაშე. როგორც რუსეთის მთავრობიდან ისე ევროკავშირისა და აშშ-ს მთავრობებიდან, უკვე 25 წელზე მეტია რაც ჩემზე და ეკლესიაზე ახორციელებენ ჯერ არნახულ ზეწოლას, რომ თუ ეკლესია ღიად ჩაერევა პოლიტიკაში ეროვნული საკითხების დასაცავად, მაშინ ისენი საქართველოში ხელს შეუწყობენ სამოქალაქო ომის გაჩაღებას! ამიტომ სიმართლის თქმისათვის წმ. სინოდიდან შევარჩიე ჩემი უერთგულესი და სასწაულთ მოქმედი მეუფე („მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ დამაარსებელი „დაფარული მეუფე“ #დაფარულიმეუფე), რათა ყველას გააგებინოს ჩემი ეს მიმართვა, რომლის საჯაროდ გამოცხადებასაც მკაცრად მიკრძალავენ, საქართველოს განადგურების მუქარით.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ამინ!
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
2 ნოემბერი, 2018 წ.
საპატრიარქო გაგვაგებინეთ რიგით მოკვდავებს რა ხდება
ჩემი აზრით სიმართლეს არ გავს მარა, გადახედეთ აბა კომენტარებს და გაზიარებებს, ხალხის აზრის სერიოზული მანიპულაცია მიდის
ციცინო დეიდას კომენატრები და აცრემლებული მრევლი
მეორედ მოსვლა იწყება მგონია
This post has been edited by blacksabat on 3 Nov 2018, 13:49