მოკლედ ოქტომბერში მივეცი შეკვეთა სარკეზე.
საერთოდ არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა გამოწერის დღიდან. 1 თვეში ვურეკავ მეთქი რა ხდება. უი გატეხილი ჩამოვიდა სარკე და თავიდან უნდა გამოვიწეროთო. კაი მეთქი.
მერე დეკემბერში მივედი. უი დაიგვიანა თქვენმა ნაწილმა ამ რეისზე. როგორც კი ჩამოვა დაგირეკავთო. ისევ 1 თვე არანაირი კომუნიკაცია.
მერე მთელი კვირა ახალი წლების მერე შვებულება აიღეს. არც ტელეფონს პასუხობდნენ, არც საიტზე ეწერათ როდის დაიწყებენ მუშაობას.
ვურეკავ დღეს და უი იცით დაიკარგა თქვენი ნაწილი და თანხას დაგიბრუნებთო.
და საერთოდ არცერთხელ არ დაურეკავთ თვითონ, ყოველ ჯერზე მპირდებოდნენ გავარკვევთ, დაგირეკავთ და მერე ქრებიან.
ხოდა ავდექი ssg.asia-დან გამოვიწერე რაც მინდოდა და 1 კვირაში აქ იქნება. აქამდე ssg.asia-დან 70 დოლარი იყო მინიმალური შეკვეთა, ეხლა მოხსნეს და ვერ ვიწერდი თორე საერთოდ არ გავეკარებოდი ამათ