#53700329 · 31 Oct 2018, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მესიამოვნა რომ ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი და ისიც რომ ძალაინ ბევრი ფილმი არ მინახავს. სიამოვნება წინა მაქვს.
ამ ასეულში ბენუელის 5 ფილმია შესული, ხოლო კუროსავას, ბერგმანის, ფელინის და ტარკოვსკის ოთხ-ოთხი ფილმია. საუკეთესოთ მიჩნეულია კუროსავს ''შვიდი სამურაი,'' ხოლო მისივე ''რაშიომონი'' მეოთხეა. ჩემი უსაყვარლესის რეჟისორის-ოძუს ფილმი კი მესამეა. მეორეა დე სიკას ''ველოსიპედების გამტაცებლები'' ხოლო მეხუთე ჟან რენუარის ''თამაშის წესები.''
მესიამიაოვნა ასევე რომ სიაში მოხვდა ბერძნული ფილმიც, ალბათ იმიტომ რომ გამიჩნდა იმედი, რომ როდისმე ქართული ფილმიც შევა ასეთ სიებში, და გული დამწყდა რომ ''მონანიება'' არაა ჩამონათვალში.
აი პირველი ათეული:
1.. შვიდი სამურაი. იაპონია (აკირა კუროსავა 1954) 2. ველოსიპედების გამტაცებლები. იტალია (ვიტორიო დე სიკა 1948) 3. ტოკიური ამბავი. იაპონია (იასუზირო ოძუ, 1953) 4. რაშიომონი, იაპონია (აკირა კუროსავა 1950) 5. თამაშის წესები, საფრანგეთი (ჟან რენუარი), 1939. 6. პერსონა. შვედეთი (ინგმარ ბერგმანი, 1966) 7. ''8 1/2", იტალია (ფედერიკო ფელინი, 1963) 8. ''400 დარტყმა", საფრანგეთი (ფრანსუა ტრიუფო) 9. სასიყვარულო განწყობა. ჰონკონგი (ვონგ კარვაი 2000) 10. ტკბილი ცხოვრება. "იტალია (ფედერიკო ფელინი, 1960).
დანარცენი იხ.https://www.bbc.com/russian/features-46045384
მესიამოვნა ასევე აზიური კინოს წინ წამოწევა...იაპონური თავისთავად, კორეულიც, მაგრამ არის კიდევ ჩინეთის, ჰონგკონგის, ინდოეთის და ირანის ფილმები... კარგი იქნება თუ აღნიშნავთ, რომელი ფილმი/რეჟისორი გამორჩათ აშკარად და იქ მოყვანილი ნაკლებად ცნობილი ფილმებიდან რომელს გაუწევდით რეკომენდაციას. პირადად დამაინტერესა 1988 წელს გადაღებულმა კლიმოვის "Иди и смотри" რამე შეგიძლიათ თქვათ ამ ფილმზე?
|