#53724596 · 5 Nov 2018, 11:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი, მსოფლიო სამართლიანობაზე ან გეოპოლიტიკაზე და ასე შემდეგ როდესაც ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო კორპპორაციები და უმდიდრესი ადამიანები, დღეს მათ გარეშე აღარაფერი აღარ წყდება. სახელმწიფოს როლი გლობალურ მსოფლიოში ნელნელა კლებულობს , ნეოლიბერალიზმის ბრალია რადგან მთელი ბოლო წლებია გვიჩიჩინებენ სახემწიფო ცუდია თავისუფალ ბაზარს მიაწექითო. ჰოდა აგერ გლობალური კაპიტალიზმი რომ კატასტროფულ კრიზისშია ფაქტია, და მომავალშიც კიდევ უფრო გაეზრდებათ შემოსავალი მსოფლიო მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე.
"შვეიცარიული ბანკის, UBS-ის ახალი ანგარიშის თანახმად გასულ, 2017 წელს მსოფლიოს მილიარდელებმა, ისტორიაში ყველაზე მეტი შემოსავლების მიღება შეძლეს. მათი ქონება დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რაც 8.9 ტრილიონ ამერიკული დოლარის ტოლია. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ისეთ ოჯახებზე ნაწილდებოდა როგორებიცაა როტშილდები და როკფელერები. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა იმაზე მეტი თანხის მობილიზება შეძლეს, ვიდრე მეოცე საუკუნის ცნობილმა მილიარდერებმა."
|