ამაზე რატომ არ არის თემა? ფაქტობრივად, ისტრიული განცხადებაა.
გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის შემდეგ: ქართული, მამაკაცური საუბარი გვქონდა
პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო "ძალა ერთობაშიას" ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. ირკვევა რომ ვიდეომასალა რამდენიმე დღის წინ, არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ოქრუაშვილის სახლში ჩაიწერა.
"ქვეყანა არის ჩიხში შესული და გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, რომ წარმატება გისურვოთ", - ეუბნება ოქრუაშვილი ვიდეოში ვაშაძეს.
ვიდეოში ოქრუაშვილი ასევე ამბობს, რომ წარსულიდან გამომდინარე, მას მოსაფიქრებლად დრო სჭირდება.
თავის მხრივ კი ვაშაძე აცხადებს, რომ დიდი ხანია ამის გაკეთება სურდა და მას და ოქრუაშვილს "კარგი ქართული, მამაკაცური საუბარი" ჰქონდათ.
This post has been edited by joosen on 5 Nov 2018, 05:59
მიმაგრებული სურათი