2003 წლიდან, საქართველოს ბედის ბორბალმა, შევარდნაძის ბნელი და უძრავი მმართველობის პერიოდის შემდეგ, უფრო ჩქარა დაიწყო ბრუნვა. გავიდა 9 წელი და ავად თუ კარგად "ნაც.მოძრაობის" მმართველობამ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას მისცა განვითარების შანსი, ქვეყანამ გამოიცვალა დროშა, ჰიმნი, სახელმწიფო მართვის სტრუქტურები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით *დაფინანსებითაც, წუმპეში ჩავარდნილი, სახეახეული და რუსთთან უთანასწორო ბრძოლებში დამარცხებული ქვეყანა, ნელ-ნელა მოსცილდა საბჭოთა კავშირის წარსულს.
ბევრი დაწერილა და თქმულა მიშა სააკაშვილის გუნდის აქტიურობებზე და მისი მმართველობის არაერთგვაროვან ფორმებზე, დეტალები ყველამ ვიცით და 2006/2007/2009/2012 წ.წ. ყველას კარგად გვახსოვს, ახალგაზრდა გამოუცდელ ჩინოვნიკებს და მათ ხელმძღვანელებს, თავისი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებში, მიეცა უნიკალური შანსი, საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერის "ოქროს ასოებით ოქროს წიგნში"... თუმცა ოქრო ბიჭის და მისი ამალის გაგდების შემდეგ (სამართლიანად), და მანამდე ბადრი პატარკაციშვილის მიერ სახელმწიფოს დამორჩილების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ასპარეზზე გამოჩნდა უხილავი "ქველმოქმედი", რომლის სახელი და გვარი ყველას ეკერა პირზე (პატრიარქ/პრეზიდენტიდან დაწყებული და ინწილიგენტ/გლეხობით დამთავრებული)..
მაშასადამე, წლების განმავლობაში კაცი: აშენებდა "სამებას", უხდიდა 500-3000 ლარამდე გაჭირვებულ მსახიობებს, მხატვრებს, გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებს და ა.შ. და მისი სახე არავის ჰქონდა მანამდე ნანახი..
ლამის ლეგენდად ქცეული
ბიძინა ივანიშვილი- ქართულ პოლიტიკაში შემოიჭრა მოულოდნელად, მისი პოლიტიკური ამბიციები 2012 წლის დასაწყისში მთლად მკაფიოდ ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული (ეტყობა ნაჩქარევად გადაწყვიტა), გუნდის შეკრება ფულიანი კაცის ირგვლივ არ გაჭირდებოდა, თუმცა ნაციონალების ჰეგემონიამ ბევრს შეუქმნა შიშის განცდა რომ ახალბედა "პოლიტიკოსს", ქვეყნის მართვის სადავეებთან მიშვებამ, შეიძლება უმართავი პროცესები გამოიწვიოს ახლად ნაომარი ქვეყნისათვის. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი თავისი გავლენის რესურსის ამუშავება, რათა მის მომხრეების რიცხვში მინიმუმ ის "გამოჩენილი სახეები" აღმოჩენილიყვნენ, რომელთა დაფინანსებითაც იგი წლების განმავლობაში იყო დაკავებული. ინტელლიგენციის ამ ნაწილმა ვერ გაბედა ღიად მისთვის მხარდაჭერა და აიძულა ივანიშვილი რომ სათითაოდ გამოეფინა გაზეთებში იმ 3000 "გამოჩენილი მოღვაწის" სახელი და გვარი, რათა ისინი ღიად გამოსულიყვნენ მის მხარდამჭერთა ავანგარდში. მაშინ როცა თბილისის ცენტრალურ უბნებში მაცხოვრებელი, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები დღე და ღამე არ ჩამოდიოდნენ ეკრანებიდან და ქება/დიდებით ამკობდნენ ამ უსახო "ქველმოქმედის" ეღოს, ბიძინა დაკავდა გეგმა "ბ" შემუშავებით: ირმა ინაშვილის და თარხან-მოურავის შეთავაზებით, მის მაგიდაზე დაიდო გეგმა "ცოცხის" სპეც.ოპერაციის სახით, ინაშვილმა მოძებნა გლდანის 8-ე საპყრობილეში 450 ლარად დასაქმებული სადისტი ბედუკაძე და მას შესთავაზა ბიძინას ფული, რათა მას გამოეტანა კომპრომატები ციხის შიგნით მიმდინარე სიტუციაზე, ბედუკაძემ გადაწყვიტა საკუთარი სცენარით და რეჟისიორ/ოპერატორობით, 8-ე საპყრობილის პატიმრების წამება თავისი ქვეშევრდომების ხელით.გეგმა "ბ"-ს ახლდა ასევე ვარიანტი 9 თვის ბავშვის ქვევრში ჩახრჩობის სცენარით, რომელიც 2012 წლის 21 სექტემბრის "ცოცხების" კადრების შემდეგ, ზუსტად 1 კვირის თავზე 30 სექტემბერს სოფ.კოლაგში განხორციელდა.
ამან ყველაფერმა 2012 წლის 2 ოქტომბერს მოიყვანა ძალაუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები *ნაციონალებისგან სამსახურებიდან გაყრილი, ჩარეცხილი ინწილიგენციის, კორუმპირებული მერთამე გაიშნიკ/ცეხავიკების დაჯგუფება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 17% წარმოადგენს და 2003 წლამდე ქვეყნის ბიუჯეტის 80% დაუღალავად ჭამდა... *დღეს მათი შვილები და შვილიშვილები დგანან კარმუშკასთან.
გავიდა ამ "მეოცნეების" მმართველობის 6 წელი და შედეგად მივიღეთ:
1. ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები *სასამართლო, პროკურატურა, პატრული, კონსტიტუცია და პრეზიდენტი ზედ
2. კორუფციის არნახული მაჩვენებელი რომელმაც ლარი გააუფასურა და საქართველო დააბრუნა შევარდნაძის 2003 წლის დონეზე.
3. ნეპოტიზმი, ბიძაშვილ/მამიდაშვილური და კლანური მმართველობა თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში
4. დასუსტებული საგარეო პოლიტიკა და მიზანმიმართული ნეიტრალიტეტი მტრის გულის მოსალბობად
5. რკინიგზაში და სხვა სტრატეგიულ ობიექტებში ივანიშვილის სანათესაოს (მამაცაშვილ/ფარცხალაძეები და ხაინდრავას სიძის დაჩი ცაგურიას) გაბატონება
6. ტელევიზიის, არასამთავრობო და სტრატეგიული პარტნიორების მიერ დასახმარებლად მოვლინებული ორგანიზაციების ჩახშობის მცდელობა.
7. ისედაც ღარიბი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის, კიდევ უფრო გაღატაკება.
8. პოლიტიკური მკვლელობების დაკვეთა (თავთუხაშვილი, კიწმარიშვილი), არ გამოძიება (მაჩალიკაშვილი & სარალიძე), პოლიტიკური ოპონენტების ცემა/ტყეპა და დაპატიმრება.
მოკლედ, რომ არა პატარკაციშვილი, ჩვენ სამშობლოს ივანიშვილით მაინც უნდა მოეხადა ოლიგარქული ჭირი, რათა მივხვედრილიყავით, რომ
უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.
საყდრისის ისტორიული ოქროს საბადოს განადგურება და ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევა 500% მოგების გამო ჯერ კიდევ წინ გვაქვს, თუ არ მოვიხდით ამ უხსენებელი ქვეწარმავლის ვალს და არ გავუშვებთ ისტორიულ სანაგვეზე!
კაცი რომელიც ეკლესიას აშენებს და ღმერთის არ სწამს, საშიში კაცია! (ეს ჩემგან)
ბიზანტიის ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო მოღვაწეს - წმ.იოანე ოქროპირს (ქ.ა.347-407), აქვს ნათქვამი შემდეგი ფრაზა: