შე კაი ადამიანო შენა, რომ გამოდიხარ ეხლა და ხალხს მოუწოდებ ხმა მოგვეცითო, რის საფუძველზე მოუწოდებ ამას? მე შეცდომა მესმი ერთი,ორი, სამი, ოთხი, მაგრამ მუდმივად?
თქვენ მოსვლის დღიდან გვერდით დაიყენეთ ლიბერალური პარტიები, რესპუბლიკელები, ალასანიას პარტია და ა.შ. ასევე ნდობა გამოუცხადეთ ლიბერალურ არასამთავროებს.
ანუ თქვენ მოსვლის დღიდან ფეხებზე დაიკიდეთ ეროვნული ძალები და საერთოდ არ გაიკარეთ ახლოს, არადა ზუსტად ამ ეროვნული ძალების მხარდაჭერით მოხვედით ხელისუფლებაში და არა ლიბერალური ძალების დახმარებით.
იძახით 26 მაისი გახდა გადამწყვეტი რომ მე მიშას დავპირისპირდებოდიო და ის ხალხი ვინც 26 მაისის მონაწილე იყო ყველანაირად ჩაძირეთ.
ანუ თქვენი მოსვლის დღიდან, არაფერი ეროვნული თქვენ არ გაგიკეთებიათ, საერთოდ არაფერი და რა ნამუსით ითხოვ გვერდში დგომას?
ხალხს ქონდა ხუთად ხუთი მოთხოვნა.
1. ნაციონალური მოძრაობის გამოცხადება დამნაშავე პარტიად და სამართლიანობის აღდგენა. ყველას დასჯა სრული კანონის დაცვით.
2. მიშას მიერ წამოწყებული დანაშაულებრივი ემიგრანტების მასიურად შემოყვანის და მოქალაქეობის და ბინადრობის მიცემის ტენდეციის შეჩერება.
3. უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვის აკრძალვა
4. ნარკო პოლიტიკის კამკაცრება და ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პროპაგანდა.
5. მიშას მიერ მოძლიერებული მეგრანტე ენჯეოების მკაცრად გაკონტროლება, რომლებიც ახდენდნენ უმცირესობების პროვოცირებას და იწვევდნენ ხალხთაშორის დაპირისპირებას.
სამაგიეროდ თქვენ რა ქენით?
1. მიიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი ისე რომ ხალხის 90% წინააღმდეგი იყო
2. მოახდინეთ ნარკოპოპულარიზაცია, ლეგალიზაცია და კულტივაზიაცას აპირებდით, ისე რომ ხალხის 90% წინააღმდეგი იყო
3. გაზარდეთ ემიგრანტების შემოდინება და კიდევ უფრო გაუმარტივეთ ბინადრობის უფლების მიღება, ისე რომ ხალხის 90% წინააღმდეგი იყო
4. თავიდან თითქოს დაიწყეთ აკრძალვა, მაგრამ ბოლოს მაინც დაუშვით მიწების უცხოელებზე პირდაპირ მიყიდვა.
5. კიდევ უფრო მეტად გააძლიერეთ მეგრანტე ენჯეოები და სახალხო დამცველად ირჩევდით პირდაპირ მაგ ენჯეოების, ყველაზე ამაზრზენ და უმრავლესობის მოძულე მეგრანტე ტიპებს. ისე რომ ხალხის 90% წინააღმდეგი იყო.
და რა ნამუსით ეუბნებით ეროვნულ ხალხს ხმა მოგვეცითო? მიდით და ლიბერალებს თხოვეთ ხმები, ვისთვისაც ამდენი გიწვალიათ ეს 6 წელიწადი და ზუსტა აფსურდის თეატრი ისაა რომ ყველაზე მაგრად მაგათ ეზიზღებით და ისევ და ისევ ეროვნული ხალხის იმედად ხართ დარჩენილები
თქვენი ფატალური შეცდომა ლიბერალების შემოკრება იყო თქვენს გარშემო და ზუსტად მაგათმა მოგიღეს ბოლო და გაგწირეს, თორე მე არ გამიწირიხართ, მე ამ ყველაფერს თავიდანვე ვამბობდი და გაფრთხილებდით
თქვენ 2% იანი პარტიები და პიროვნებები შემოიკრიბეთ გვერდით, რისი წინააღმდეგიც მოსახლეობის 90% იყო, მაგრამ ხალხი მაინც თქვენი მომხრე იყო, ეგონათ რომ ადრე თუ გვიან გონს მოეგებოდით და ეროვნული საქმეების კეთებას შეუდგებოდით, მაგრამ გონს მოეგეთ კი არა, პირიქით უფრო და უფრო აოცებდით ხალხს რაც დრო გადიოდა.
ამიტომ რაც მოგივიდათ საკუთარ თავს დაარალეთ და ნუ ამუნათებთ ხალხს, ეს თქვენ გეგონათ ეროვნული ხალხი დებილი და გეგონათ რომ მუდმივად თქვენი მხარდამჭერი იქნებოდა და ფაქტის წინაშე როდესაც დადეგით, ეხლა შოკირებული ხართ და აგეწვათ ერთი ადგილი.
პ.ს.
დიდი ალბათობით ვაშაძე მოიგებს, მაგრამ თქვენ გაქვთ კიდევ შანსი და ეს იქნება ნამდვილად ბოლო შანსი, დარჩენილ 2 წელიწადში ეროვნული საქმეების კეთება დაიწყოთ და საპარლამენტო არჩევნებს ღირსეულად შეხვდეთ, თუ ამ ბოლო შანსსაც არ გამოიყენებთ, უსასტიკესად დამარცხდებით მაგ არჩევნებზე.
აი ჯერ კიდევ როდის ვამბობდი ამას და არაერთი მსგავსი თემა მაქვს გახსნილი:
ერთხელ აპატიებ, მეორედ აპატიებ (post #50151058)მაგრამ მაშინ ფეხებზე გეკიდათ სამოქალაქო ომიც და ყველაფერი, ვინაიდან რეიტინგი მაღალი გქონდათ და ეხლა დაიწყეთ მხოლოდ ჭიკჭიკი სამოქალაქო ომზე, იმიტომ რომ პირადი კეთილდღეობის საფრთხე დაგიდგათ.
პ.ს.ს. ასევე მივმართავ დღევანდელ ოცნებისტებს, ესე რო წიკვინებენ სოციალურ ქსელებში, რომ აი როგორ უნდა მისცეთ ვაშაძეს თურმე ხმა, ამ ქვეყნის დამღუპველებსო
თქვენ მაშინ გექნებოდათ ამის თქმის მორალური უფლება, თუ თქვენ ჩემნაირად ზემოთ ჩამოთვლილების გამპროსტესტებლები იქნებოდით, მაგრამ თქვენ საერთოდ არაფერი არ გაგიპროტესტებიათ არასოდეს.
და მინდა გკითხოთ, მოგწონდათ ოცნების ეს 6 წლიანი მართელობა და ეთანხმებოდით და მხარს უჭერდიტ ზემოთ ჩამოთვლილ გადაწყვეტილებებს? თუ არ ეთანხმებოდით და რატომ ერთხელ მაინც არ გაგიპროტესტებიათ ეგ ყველაფერი? ხოლო თუ ეთანხმებით, თქვენ ნაცებზე უფრო უარესებო ყოფილხართ, მორალურადაც და გაპრავებებშიც

პ.ს.ს.ს.
რამის დამავიწყდა, გარე მოვაჭრეებს რა უქენით თქვე უსინდისოებო, ქალაქის იაერსახეო არა, ისევ და ისევ ლიბერალების მოწონება დაიმსახურეთ მხოლოდ მაგ ქმედებაშიც და გაჭირვებული ხალხი პირდაპირ გაწირეთ, და ეხლა მაგ ხალხს აშინებთ სამოქალაქო ომით, ეს თქვენ მოუწყეთ მათ სამოქალაქო ომი უკვე მაგათ როდესაც დაარბიეთ და ლუკმაპურის გარეშე დატოვეთ, დატკბით ეხლა ქალაქის იერსახით და ნუ ღელავთ
This post has been edited by tb-seli on 5 Nov 2018, 15:30