რანაირად შეიძლება დღეს ასეთი ტურისტული ბუმის დროს ისევ თურქები მართავდნენ აეროპორტს? ეს ხომ ამუხრუჭებს ჩვენთან მომსვლელ ტურისტებს, ისინი აკონტროლებენ და ითვისებენ ჩვენს ტურისტებს, მაღალი ტარიფი უდევთ აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა მომსახურებაზე რომ სტამბულში დაჯდეს ტრანზიტული თვითმფრინავები, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება !
თბილისის აეროპორტი უნდა გახდეს ყველაზე დიდი აეროპორტი რეგიონში და უნდა აკონტროლებდეს საქართველოს მთავრობა რადგან განსაკუთრებულად სტრატეგიული ობიექტია და ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტების მოსაზიდად !
აქვე კომიკურ ვარიანტს გეტყვით

20 დღის წინ მივფრინავდი სტამბულში და თბილისი-სტამბული-თბილისი -ის ბილეთი ღირდა იქეთ აქეთ 400$ ,
ხოლო თბილისი-სტამბული- ბერლინი- თბილისი 250$

რა თქმა უნდა ავიღე თბილისი-სტამბული-ბერლინი-თბილისი ოღონდ სტამბულში ჩამოვედი და გამოფრენისასაც სტამბულში დავხვდი, ანუ თურქიშმა ტყუილად დაკარგა ჩემი ადგილი რადგან ფული გადავიხადე და აღარ ვიმგზავრე, თუმცა მე მოგებაში დავრჩი რადგან ასე უფრო იაფი იყო
ანუ ბერლინზე დაბალი ტარიფი იმიტომ ჰქონდათ რომ სხვა ავიაკომპანიითაც შეიძლებოდა თბილისიდან წასვლა თურქიშის გარდა, ანუ კონკურენცია იყო ხოლო სტამბულზე ასე გვიჩალიჩებენ თურქები და ჩვენი ეკონომიკის ძალიან დიდი წილი მიდის თურქების ჯიბეში აი ასეთნაირად !
აუცილებელია აეროპორტი იყოს სახელმწიფოს ხელში როგორც სტრატეგიული ობიექტი და იყოს უდიდესი კონკურენცია , ეხლა ჯორჯიან აირზენას მეპატრონე რომ ჰყვირის ხალხო მიშველეთ სხვა თვითმფრინავებიც შემოჰყავთ და მონოპოლისტი ვეღარ ვხდები და დაბალ ფასად გთავაზობენ ფრენას და გვერდში დამიდექით რომ მთავრობა ვაიძულოთ მარტო მე დავრჩე ბაზარზე რომ მაღალ ფასებად მოგყიდოთო ანუ ეს ხომ მეორე კომიკური მდგომარეობაა.
ამიტომ საჭიროა აეროპორტი იყოს სახელმწიფოს ხელში და გადავიხადოთ ჯარიმა რაც იქნება და დავიბრუნოთ აეროპორტის მართვა და მეორე - შემოვიყვანოთ ყველა ავიაკომპანია ვისაც შემოსვლა სურს რომ დიდი კონკურენცია იყოს და 35 ევროდ ვიფრინოთ ყველგან თბილისიდან !!!
ეს მთავრობა არ აკეთებს ამას და იმედია მიშა რომ დაბრუნდება აეროპორტს ნებისმიერ ფასად დავიბრუნებთ !
This post has been edited by ambako1 on 5 Nov 2018, 02:16
ჩვენისთანა ბედნიერი ....