ალეკო ელისაშვილის და სხვა ბევრი ჩვენი თანამოქალაქისა არ იყოს, მეც ძალიან მიჭირს არჩევანის გაკეთება "წითელ ეშმაკუნებსა" და "ლურჯ მელიებს" შორის.
ჩემთვის ცხადია რომ, საქართველო და ქართველი ხალხი ორივეს .... დაჟე თავისაზეც არა და სხვის იმაზე ჰკიდიათ

(შეიძლება ერთმანეთისაზეც).
ძალაუფლების, არსებული თუ ყოფილი პრივილეგიების შენარჩუნება-დაბრუნებისთვის მიდის ბრძოლა და ორივე "პოლიტიკურმა ძალამ" ცდილობს ამაში ხალხი გამოიყენოს.
ორივე კანდიდატი გვიმტკიცებს, რომ მისი ოპონენტის არჩევა საქართველოს დაქცევა და განადგურებაა, რომ თუ არა ის, პრეზიდენტი რუსეთის აგენტი და საქართველოს მოღალატე იქნება.
[ისე მაგარი კი გავიჩალიჩა პუტინმა, მასონებმა, ილუმინატებმა თუ ვინც არიან

- რუსეთის ორ აგენტს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება მთელე ქვეყანას ]
თუ ასე არ არის და რომელიმე კანდიდატს მართლა შესტკივა საქართველოსათვის გული და მიზნი ქვეყნის გადარჩენაა - მე დავიჯერებდი მათ გულწრფელობას თუ გამოცხადებენ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მაქსიმუმ ვთქვათ 1 თვეში გადადგება.
ხო და,
კნასტიტუციონალისტი და ოდნავ იურისტიც კი არა ვარ და არ ვიცი რას მოუტანს რეალურად ქვეყანას ახლად არჩეული პრეზიდენტის გადადგომა.
მცოდნე ხალხი თუ აგვიხსნის და იმსჯელებს მვლენათა ასეთი განვიტარების შემთხვევაში რა მოხდება ... მადლობელი დაგრჩებოდით. ყველა.