თურქეთში საუდის არაბეთის საელჩოში ოქტომბრის დასაწყისში წამებით მოკლეს ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი და საუდის არაბეთის კრიტიკოსი ჯამალ ხაშოგი
საუდის არაბეთის მთავრობის აღიარების მერე რომ ხაშოგი საკონსულოში გარდაიცვალა თურქეთის მთავრობამ საკმაოდ კრიტიკული პოზიცია დაიჭირა საუდების მიმართ
ერდოღანმა განაცხადა რომ "შიშველ სიმართლეს" აჩვენებდა ყველას
თუმცა როდესაც დრო დადგა ერდოღანმა თავის გამოსვლაში დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ ის თქვა რომ თურქეთს აქვს მტკიცებულებები იმაზე რომ ხაშოგის მკვლელობა დაგეგმილი ოპერაცია იყო და არა შემთხვევითი ჩხუბით გამოწვეული უბედური შემთხვევა როგორც ეს საუდის არაბეთის მთავრობამ განაცხადა
ერდოღანის ამ გამოსვლის მერე საუდის არაბეთმა კიდევ ერთხელ შეცვალა პოზიცია და აღიარეს ისიც რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო
როგორც ჩანს თურქეთს კუთხეში ყავს მომწყვდეული საუდის არაბეთი და არა მარტო საუდის არაბეთი არამედ საუდების მთავარი მოკავშირე - ამერიკა
ამერიკის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანის განცხადებით თურქეთს აქვს საკმარისი მტკიცებულება რომ გაამხილოს ვინ მოკლა ჟურნალისტი და როგორ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის ინფორმაციით კი მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა საუდებთან ერდოღანი მზადაა დაივიწყოს მთელი ეს გაუგებრობა საუდებთან ოღონდ გარკვეულ საფასურად
რა შეიძლება თურქეთმა ამერიკას მოთხოვოს და რამდენის გადამხდელია ამერიკა საუდის პრინცის დრაქის გადასარჩენად?
ერდოღანი კაი ხანია ამერიკას თხოვს ფეტულა გულენის გადმოცემას რომელსაც თურქეთი სამხედრო გადატრიალების ორგანიზაებაში ადანაშაულებს
ხოდა ეგ ფეტულა უახლოეს მომავალში ამერიკაში თურქეთის რომელიმე საელჩოში ხაშოგივით რომ შევიდეს და ვეღარ გამოვიდეს არ გაგიკვირდეთ
https://youtu.be/feRLkSBCAQQ?t=240