მოკლედ, ხშირად ვკითხულობ მსგავსი ტიპის პოსტებს: მიშას დროს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მიშას დროს 1$ = 1.60 ლარს და ასე შემდეგ.
ოდნავ გლობალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს პასუხების ძებნა არც ისე რთულია. ნუ რა თქმა უნდა - თუ ამის დანახვა გინდათ.
ეს არის რეგიონის ქვეყნების ვალუტების შეფარდების დინამიკა ამერიკულ დოლართან 10 წლის მანძილზე.
საქართველო

აზერბაიჯანი

სომხეთი

უკრაინა

თურქეთი
როგორც მონაცემებიდან ჩანს, მარტო ჩვენ არ გვაქვს დარხეული.
ზუსტად ანალოგიური სტატისტიკების მოყვანაა შესაძლებელი მიშას დროინდელ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც. გადახედეთ მსოფლიო ბანკის მონაცემებს როგორ იზრდებოდა მაგ წლებში სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის ეკონომიკები და მიხვდებით რომ არაფერი ეკონომიკური სასწაული მიშას არ გაუკეთებია.
ჩვენი ქვეყნის მთავრობებს (არც ახლანდელს და არც წინას) არ შეუძლიათ ძირეული ცვლილებების გატარება ეკონომიკური კუთხით. ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია გლობალურ ტალღაზე. დარხეული აქვს რეგიონს? დარხეული გვაქვს ჩვენც. წინ მიდის რეგიონი? წინ მივდივართ ჩვენც.
არანაირი მიშას და ბიძინას ეფექტი აქ არ არის.
რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოცნების მუშაობა ეკონომიკური კუთხით თუნდაც რამენაირად გამართლებულაი. უბრალოდ, მიშას დროს 1$ - 1.60 ლარი იყო ძმაუ - აი ეს ძაან ძიშოვი ბაზარია
დროა წინ გავიხედოთ და ეს ორი პოლიტიკური პარტია უკან მოვიტოვოთ.