არის ხოლმე წიგნები, კითხვისას იცი, რომ ძალიან მაგარი წიგნია და დიდი დრო არ სჭირდება იმის აღიარებას რომ ღირებულ ლიტერატურასთან გაქვს საქმე. ასეთ წიგნებზე ბევრს საუბრობენ და კიდევ უფრო მეტს წერენ.
მოძებნი, თუნდაც ამ ფორუმზე, თემაც გახსნილი დაგხვდება და შენამდე ბევრიც უწერიათ, თავიც დაუხოცავთ ქებასა თუ აუგის თქმაში.
თუმცა არის წიგნები, რომლებიც ცოტა შეუმჩნეველი არიან, კითხულობ და ფიქრობ, თითქოს ისეთი განსაკუთრებული არაფერია, პატარა ნარატივია, ღრმედ ეგზისტენციონალური შინაარსის გარეშე- ,,თბილი და კეთილი წიგნი". ასეთი წიგნია ჩემთვის ფენი ფლეგის ,,შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში".
მართალია, რამდენიმე თვის წინ წავიკითხე მაგრამ მისი პერსონაჟები რაც დრო გადის უფრო მეტად მახსენებენ თავს.
დღეს, იჯი ამეტორღიალა ფიქრებში და მასზე წერა მომინდა. ფორუმზე კი არც წიგნზე და არც ავტორზე თემა არ დამხვდა.
ინგლისური ვიკიპედიიდან მასალის გადმოკოპირება მთლად კარგი საქმე არ მგონია, თან არც ბიოგრაფიული დეტალებით თავის შეწყენა მიყვარს. ამიტომ ორი ფრაზით შემოვიფარგლები.
წიგნის ავტორია ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და ამ ყველაფერთან შეთავსებით მწერალი - ფენი ფლეგი.
მისი ბიბლიოგრაფია ათამდე წიგნს მოიცავს, თუმცა საქართველოში, ალბათ, ყველაზე ცნობილია ,,შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“", პრინციპში, რომლის გამოც ვხსნი ამ თემას.
მოდით, ვისაუბროთ ამ წიგნზე.
ავტორასაც პოზიტიური ჰაბიტუსი აქვს.