#53873802 · 2 Dec 2018, 17:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mapshnik მაგას რაც შენ აღწერე, მუშაობა კი არა თაღლითობა ქვია, ეს ცოდვაა. მუშაობა კი არ არის ცოდვა, არც სამორინეში და არც სოდომში. დედამიწაზე ადგილს ვერ მოძებნი სადაც ცოდვა არ "სუნთქავდეს" მეტნაკლები დოზით. ღვთისმიერი მოწოდება: "გამოდით წუთისოფლიდან" პლანეტიდან გაქცევას არ ნიშნავს, არამედ ცოდვათაგან თავის შეურყვნელად დაცვას. თუ შენ ხარ საკმარისად ძლიერი, რომ გარემომ, რომელიც სამორინეებში სუფევს მენტალურად ვერ იმოქმედოს შენზედ და ვერ მოახდინოს შენი ფსიქიური და სულიერი დეგრადირება, მაშინ შეგიძლია პატიოსნად იმუშაო სამორინეში და აღებული ხელფასით მშვიდად აცხოვრო ოჯახი, მაგრამ თუ თაღლითური მოტყუებით გაქვს შემოსავალი, სამორინეში კი არა სულ, რომ წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლების გამყიდველი იყო ცოდვად შეგერაცხება მაინც.
QUOTE | ნიშნავს თუ არა პირდაპირ იმას რომ შენ სხვას ხელს უწყობ წააგოს დიდი ფული ? |
ამ შემთხვევაში აზარტული თამაშის გადაწყვეტილებას იღებს სხვა და არა შენ, მან იდეალურად იცის, რომ თამაშის პროცესში ან წააგებს, ან მოიგებს და ცნობიერი გადაწყვეტილებით აკეთებს საკუთარ არჩევანს, შენი ბრალი ამ პროცესში გამორიცხულია.
--------------------
nomen mihi legio est
|