შს სამინისტრო: სასჯელი გამკაცრდა იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერ „112“-ს არამიზნობრივად გამოიყენებს
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრა დასჯის ზომები და სასჯელი გამკაცრდა იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერ „112"-ს არამიზნობრივად გამოიყენებს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელების მიზნით." - შს სამინისტროს ინფორმაციით 112-ზე ზარის არამიზნობრივად განხორციელებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კანონით განისაზღვრა.
„მშობლის ან მისი შემცვლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:
1.14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ „112"-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარით.
2. 16 წლამდე მოზარდის მიერ „112"-ზე არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობის თანხით.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
უშუალოდ ზარის ინიციატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:
1.14 წლის ზევით მოზარდის მიერ „112"-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელება ისჯება გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1-დან 2 წლამდე ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გარემოებათა გათვალისწინებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5- დან 7 წლამდე.
2. 16 წლის ზევით პიროვნება „112"-ზე არამიზნობრივი ზარის სისტემატურად განხორციელებისათვის დაისჯება 300 ლარის ოდენობით.
1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით.
ასევე, 16 წლის ზევით პიროვნება ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 1000 ლარით ან დაისჯება 15 დღე-ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.
აღსანიშნავია, რომ ცრუ შეტყობინების მიწოდების შემთხვევაში მოქალაქეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ „112"-ზე შეტყობინების განხორციელების მიზეზი მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასებაა, როდესაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირმა შეიძლება ივარაუდოს გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
http://www.reportiori.ge/?menuid=4&id=12357
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"