Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ფილოსოფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რა სარგებლობა მოაქვს ფილოსოფიას დღეს?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dirac
Crazy Member
ჯგუფი: Members
Dirac
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4578
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15
#53630557
· 21 Oct 2018, 00:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გასაგებია რომ ძველად, რევოლუციამდე, როცა ბავშვს სათამაშო არ ქონდა, ფილოსოფოსები ათას რაღაცას მიედ მოედებოდნენ, ბოდანვდნენ, ჭკვიანად აჩვენებდნენ ხალხს თავს. დღეს რა საჭიროა ფილოსოფია? ფილოსოფიის კათედრები რომ არსებობს, რას სწავლობენ? სამეცნიერო კვლევებს რაზე ატარებენ? შეგიძლიათ რამე პრობლემა დაასახელოთ რომელიც ფილოსოფოსებმა გადაჭრეს? ნამდვილი ფილოსოფოსების პასუხი მაინტერესებს, რომლებიც რეალურად მუშაობენ ფილოსოფიურ პრობლემებზე.
* * *
ვნახე რომ მსგავსი თემა ყოფილა გახსნილი, არაუშავს აქაც დაწერეთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
უძინარი
Crazy Member
ჯგუფი: Members
უძინარი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4746
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17
#53630802
· 21 Oct 2018, 01:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თვიდან ეგენი იყვნენ მეცნიერებიც და ფიზიკოსებიც.
მერე ყველა პრაქტიკული სფერო ცალკე გავიდა და დარჩა სუფთა იდეოლოგიური ასპექტი: ადამიანის მრწამსისა და მსოფლმხედველობის კვლევა.
იდეაში საკმაოდ ბევრი მიღწევა ქონდათ, მაგრამ საკუთარ თავს კიარადა ტვინს ხო ვერ გადაახტები, რა დონეზეც არის განვითარებული ადამიანის ტვინი, იმ დონეზე გაიჭედა ფილოსოფიაც.
რაც შეეხება კათედრებს, ეგ ასე ვთქვათ აუცილებელი ბოროტებაა, ანუ რაღაცა სისტემა ხო უნდა იყოს შექმნილი რომ განვითარდეს მსჯელობა, ხოდა კვლევაც ხდებოდა და სახელმწიფო იდეოლოგიებსაც ემსახურებოდა, თანაც ადამიანი ხომ რწმენას ეძებს, ხოდა მარტო რელიგიას კი არ აქვს რწმენაზე მონოპოლია, რეალურად ჭკვიანი ხალხი მაღალი დონის რწმენას ფილოსოფიაში ეძებს, მასებისთვის კი რელიგიის დოგმატიკაა ზედგამოჭრილი, ფიქრი რომ არ გჭირდება და ეგრევე იჯერებ.
მოკლედ ფილოსოფია როგორც რწმენისა და მრწამსის ძიება, ძალიან ძლიერი მეცნიერებაა. ერთი ეგაა, რომ რწმენა და მრწამსი მიბმულია ინტელექტის განვითარებაზე და მუდმივად ვითარდება, ამიტომ საკმაოდ გვიან მიხვდნენ, რომ საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს ვერ გადაახტებოდნენ და შესაბამისად მივიღეთ გაცნობიერებული მსოფლმხედველობითი კრიზისი.
წინასწარ გეტყვით, რომ ეს კრიზისი არ არის შემთხვევითი, მეცნიერების განვითარება იქითკენ მიდის, რომ უახლოეს მომავალში მოხდება უდიდესი კრიზისი ადამიანის მრწამსში და ყველაფერი გადაფასდება, ფაქტიურად აქამდე არსებული ყველა ღირებულება თავდაყირა დადგება.
--------------------
ნაცმო უნდა აიკრძალოს და გაქრეს პოლიტიკიდან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#53631060
· 21 Oct 2018, 02:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dirac
QUOTE
ვნახე რომ მსგავსი თემა ყოფილა გახსნილი, არაუშავს აქაც დაწერეთ.
რომელ განყოფილებაში? ალბათ ახლა უკვე რელიგიაში?
QUOTE
გასაგებია რომ ძველად, რევოლუციამდე, როცა ბავშვს სათამაშო არ ქონდა, ფილოსოფოსები ათას რაღაცას მიედ მოედებოდნენ, ბოდანვდნენ, ჭკვიანად აჩვენებდნენ ხალხს თავს. დღეს რა საჭიროა ფილოსოფია? ფილოსოფიის კათედრები რომ არსებობს, რას სწავლობენ? სამეცნიერო კვლევებს რაზე ატარებენ? შეგიძლიათ რამე პრობლემა დაასახელოთ რომელიც ფილოსოფოსებმა გადაჭრეს? ნამდვილი ფილოსოფოსების პასუხი მაინტერესებს, რომლებიც რეალურად მუშაობენ ფილოსოფიურ პრობლემებზე.
ნამდვილი ფილოსოფოსები დღეს უმეტესად არ არიან "სპეციალისტი ფილოსოფოსები", არამედ არიან სპეციალური დარგების წარმომადგენელი მეცნიერები. ისევე, როგორც აინშტაინი იყო შეთავსებით ფილოსოფოსი და ხშირად დიალოგების, მსჯელობების გზით მიდიოდა ჭეშმარიტებამდე, ზუსტად ასე, დღევანდელი კოსმოლოგიის, "ყველაფრის თეორიის", კოგნიტიური მეცნიერების და ბევრი სხვა "არცოდნის კიდესთან" მიბჯენილი დარგის პიონერები პარალელურად მოყვარული ფილოსოფოსები მაინც არიან.
ერთ-ერთ თითქმის გადაჭრილ საკითხად შემიძლია დავასახელო "თავისუფალი ნების" საკითხი. მეცნიერება ახლოსაა იმ დასკვნასთან, რომ ადამიანს ტვინის შიგნით "თავისუფალი ნების" გენერატორი არ უდგას. ჩვენი არჩევანი ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ჩვენია, სინამდვილეში ტვინი მანამ აკეთებს არჩევანს, სანამ ჩვენ ამას გავაცნობიერებდეთ. ამის შესახებ არის ექსპერიმენტული მონაცემები, იგივე განყოფილებაში უკვე ხსენებული ბენჯამინ ლიბეტის ექსპერიმენტები. მართალია, ეს ექსპერიმენტები 1980-იანებში ჩატარდა და მას მერე ბევრი რამ დაემატა, მაგრამ ამით არსი არ შეცვლილა, დღევანდელი ნეიროფიზიოლოგია სტაბილურად ამტკიცებს, რომ ადამიანის ნება დეტერმინირებულია ჩვენი არაცნობიერით. მანამდე მთელი პრეისტორია, მთელი ისტორია, სანამ ადამიანი არსებობდა საერთოდ, თავისუფალი ნების საკითხი მუდამ იყო გადაუჭრელი დილემა.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
უძინარი
Crazy Member
ჯგუფი: Members
უძინარი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4746
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17
#53631229
· 21 Oct 2018, 03:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჩვენი არჩევანი ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ჩვენია, სინამდვილეში ტვინი მანამ აკეთებს არჩევანს, სანამ ჩვენ ამას გავაცნობიერებდეთ.
ძალიან მექანიკური შეფასებაა.
მე რომ რაღაცა მინდა, ეს მართალია ქვეცნობიერმა მომაწოდა და მომანდომა, მაგრამ ქვეცნობიერში ხომ ჩემი ჩადებულია, რომ ამა და ამ დროს მომინდეს?
თვითონ არაცნობიერი არის დროთა განმავლობაში "აწყობილი" ცნობიერის მიერ, და ყველაფერი რასაც არაცნობიერი აკეთებს, არის ცნობიერის მიერ სანქცირებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dirac
Crazy Member
ჯგუფი: Members
Dirac
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4578
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15
#53631304
· 21 Oct 2018, 04:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
რომელ განყოფილებაში? ალბათ ახლა უკვე რელიგიაში?
უძინარის თემა მსგავსია მაგრამ მაინც განსხვავდება
ფილოსოფიის მთავარი ამოცანა
QUOTE
ერთ-ერთ თითქმის გადაჭრილ საკითხად შემიძლია დავასახელო "თავისუფალი ნების" საკითხი.
ჩემთვის ეგ ისედაც ცხადია რომ "თავისუფალი ნება" არ არსებობს, მაგრამ ფილოსოფოსებიც თუ მიხვდნენ კაია
აგერ არის ერთი ფილოსოფოსი
http://carnap.umd.edu/philphysics/bub_publications.html
ფიზიკაზე მუშაობს და სტატიებს ფიზიკის ჟურნალებში აქვეყნებს. ფიზიკოსი დაირქვას. ფილოსოფოსობა რაში მდგომარეობს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chamane
Crazy Member
ჯგუფი: Members
Chamane
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3794
წევრი No.: 176090
რეგისტრ.: 6-November 13
#53631306
· 21 Oct 2018, 05:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა სარგებლობა მოაქვს ფილოსოფიას
ჩინჩლავს
This post has been edited by
Chamane
on 21 Oct 2018, 05:05
--------------------
http://georgia.eu.org
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#53631748
· 21 Oct 2018, 10:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უძინარი
QUOTE
მე რომ რაღაცა მინდა, ეს მართალია ქვეცნობიერმა მომაწოდა და მომანდომა, მაგრამ ქვეცნობიერში ხომ ჩემი ჩადებულია, რომ ამა და ამ დროს მომინდეს?
თვითონ არაცნობიერი არის დროთა განმავლობაში "აწყობილი" ცნობიერის მიერ, და ყველაფერი რასაც არაცნობიერი აკეთებს, არის ცნობიერის მიერ სანქცირებული.
კვერცხქათმის პარადოქსამდე მივედით.
ცნობიერისა და არაცნობიერის ურთიერთთანამშრომლობა უეჭველია, მაგრამ ამ თანამშრომლობაში ცნობიერება, ვშიშობ, რომ ისევე მონაწილეობს, როგორც მარიონეტების თეატრში ძაფებზე ჩამოკიდებული თოჯინა.
რომ დავიწყოთ ონტოგენეზურად, როცა ბავშვი ვითარდება ჩანასახში, ანუ ტვინი და ნერვული სისტემა როცა ეზრდება, ცნობიერი ჩნდება პირველად თუ არაცნობიერი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53632384
· 21 Oct 2018, 13:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვფიქრობ, კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის შესაძლოა არც არანაირი ,,სარგებელი" მოჰქონდეს.
თუ სარგებელში რაღაც მატერიალურ შედეგს მოვიაზრებთ. სარგებელი, ფასი, მოგება, დანაკარგი - თანამედროვე ეკონომიკის სფეროდანაა.
ფილოსოფია და სარგებელი -ჰმ, საინტერესოა. მოდით, ვიმსჯელოთ.
ფილოსოფია კითხვის დასმით იწყება, ამ კითხვას ფიქრი და მსჯელობა მოჰყვება, რაც უმრავლეს შემთხვევაში აზროვნებას გაჩვევეს.
კი, აზროვნებას გაჩვევს, და რა არის ეს აზროვნება, cogito?
თუ დეკარტს მოვიშველიებთ, აზროვნების ნებისმიერი აქტი განისაზღვრება მასზე რეფლექსიით, იმ ინდივიდის მიერ რომელიც ახორციელებს აზროვნების ამ აქტს.
უტრირებულად რომ დავწერო, აზროვნებ მაშინ როცა საკუთარ აზროვნების პროცესიის გააზრება შეგიძლია- ანუ აკვირდები საკუთარ თავს, აზროვნების აქტის განხორციელებისას. იაზრებ, საკუთარ თავს როგორც მოაზროვნე სუბიექტს.
ჩემთვის, ადამიანისთვის ფილოსოფიის ინდივიდუალური ღირებულება, იწყება აი, ამ პატარა მოვლენის გააზრებით.
ფილოსოფია გაჩვევს რეფლექსიას იმ საგნებზე თუ საკითხებზე, რომელიც დაკვირვების და სიღრმისეული შესწავლის გარეშე, შესაძლოა ვერც შეამჩნიო.
QUOTE
ჭკვიანად აჩვენებდნენ ხალხს თავს.
უფრო, საკუთარი თავის, მათ გარშემო არსებული სამყაროს და ამ სამყაროში მათი ადგილის განსაზღვრა სურდათ.
ამ ყველაფერს, ,,თავის ჩვენებად" კი, ალბათ, ის ხალხი მიიჩნევდა, რომელიც თვლიდა, რა საჭიროა ყველაფერში კირკიტი, ასე გართულება,
როცა ვიცით, რომ ორჯერ ორი, ისედაც ოთხია.
QUOTE
დღეს რა საჭიროა ფილოსოფია?
საჭიროება, ალბათ, გამომდინარეობს ინდივიდის მზაობიიდან და სურვილიდან რაღაცაში გაერკვეს. თავისი თავი ან სამყარო შეიმეცნოს.
უშუალოდ, მასებს კი არ მგონია, რომ ფილოსოფია სჭირდებოდეს.
მასების პოზიციიდან რომ შევაფასოთ, საყოველთაო ,,საჭიროების" სია, შესაძლოა დავიდეს: ძალაუფლების, ფულის, პირადი კეთილდღეობის და სექსის სურვილამდე.
ორჯერ ორი ოთხია, რა საჭიროა ცხოვრების გართულება, როცა ჯერ საბაზისო მოთხოვნილებები გვაქვს დასაკმაყოფილებელი.
ფაქტი ფაქტად რჩება, ფილოსოფია იყო და დღესაც არის ელიტური სფერო.
ელიტურობას კი განსაზღვრავს არ ის, რომ ის ბევრისთვის მიუწვდომელია.
21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება იყოს მიუწვდომელი, აიღე, გადაშალე ნებისმიერი ფილოსოფიური წიგნი, წაიკითხე და დაიწყე ფიქრი, მსჯელობა... მაგრამ, არა. ამის დრო არ არის.
ფილოსოფიის ელიტურობას განაპირობებს ის, რომ ის მასისთვის ნაკლებად არის საინტერესო, მიმზიდველი
QUOTE
ფილოსოფიის კათედრები რომ არსებობს, რას სწავლობენ?
კი, არსებობს. მაგრამ თითქმის ყველგან ჩამყაყებულია.
ჩემი აზრით, ფილოსოფია უფრო ინდივიდუალური მოღვაწეობის სფეროა, ვიდრე კოლექტიური.
კათედრაზე, ძირითადად, ერთი ან ორი ფილოსოფოსია, რომელიც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში თავის თეორიას აყალიბებს და ამ თეორიის მიმდევრებს იკრებს გვერდით.
ისე, რასაც ვაკვირდები, რომელიმე კათედრის ან გაერთიანების წევრი ფილოსოფოსები ნაკლებად საინტერესო იდეებს თუ შრომებს წერდნენ.
გამორჩეულ ფილოსოფოსებს, ძირითადად, უპირისპირებდნენ, სიცოცხლეში რთულად თუ აღიარებდნენ, ზოგჯერ ცეცხლზეც წვავდნენ
QUOTE
სამეცნიერო კვლევებს რაზე ატარებენ?
ფილოსოფია თავისი არსით განსხვავდება ადამიანის ინტელექტუალური საქმიანობის ყველა სხვა დარგისგან. ის უნივერსალურია.
არ შემოიფარგლება კონკრეტული სფეროთი, თანამედროვე ფილოსოფოსები ინტერესდებიან და მსჯელეობენ შავ ხვრელებზე, ნანო ტექნოლოგიებზე, კლონირებაზე, თუ მეცნიერების სხვა აღმოჩენებაზე, ასევე თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სოციო-პოლიტიკური პროცესებზე. რადგან ფილოსოფიის კვლევის არეალი არ არის შეზღუდული.
დღეს, მსოფილოში, ყველაზე ცნობილი ჟურნალია - Philosophy Today - სადაც ქვეყნდება კვლევები.
ამ ჟურნალში შეგხვდება, როგორც ონტოლოგიურ, ის ჰერმენევტიკულ, ფენომენოლოგიურ, კულტუროლოგიურ საკითხებზე დაწერილი ნაშრომები. ასევე ფემინიზმის, პოლიტიკური ფილოსოფიის თუ კრიტიკული თეორიის კვლევები.
ფილოსოფის საფუძველშივე ინტერდისციპლინურია, ამიტომ თანამედროვე ფილოსოფოსები გადადიან პოლიტოლოგიაში, სოციოლოგიაში, კულტუროლოგიაში და ა.შ.
QUOTE
შეგიძლიათ რამე პრობლემა დაასახელოთ რომელიც ფილოსოფოსებმა გადაჭრეს?
ფიზიკა ფილოსოფოსებმა მოიგონეს მასებისთვის ცხოვრება რომ გაემარტივებინათ
QUOTE
ნამდვილი ფილოსოფოსების პასუხი მაინტერესებს, რომლებიც რეალურად მუშაობენ ფილოსოფიურ პრობლემებზე.
სამწუხაროდ, საქართველოში, მითუმეტეს ამ ფორუმზე, ცოტა გაგვიჭირდება ასეთი ადამიანების პოვნა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dirac
Crazy Member
ჯგუფი: Members
Dirac
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4578
წევრი No.: 196302
რეგისტრ.: 9-January 15
#53633380
· 21 Oct 2018, 17:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE
ფიზიკა ფილოსოფოსებმა მოიგონეს მასებისთვის ცხოვრება რომ გაემარტივებინათ
ეგ სადმე სხვაგან არ წამოგცდეს. ორ ალბათ ყველაზე დიდ ფილოსოფოსს არისტოტელეს და კანტს ფიზიკაში მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებიათ. არცერთი დიდი ფიზიკოსი არ ყოფილა ფილოსოფოსი და პირიქით. უბრალოდ შუა საუკუნეებში ნასწავლი ხალხი ყველაფერის "ექსპერტი" იყო. ნიუტონს თეოლოგიაში მეტი აქვს დაწერილი ვიდრე ფიზიკაში. გამოდის რომ თეოლოგების შექმნილია ფიზიკა
QUOTE
ორჯერ ორი ოთხია, რა საჭიროა ცხოვრების გართულება, როცა ჯერ საბაზისო მოთხოვნილებები გვაქვს დასაკმაყოფილებელი.
ფაქტი ფაქტად რჩება, ფილოსოფია იყო და დღესაც არის ელიტური სფერო.
ელიტურობას კი განსაზღვრავს არ ის, რომ ის ბევრისთვის მიუწვდომელია.
21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება იყოს მიუწვდომელი, აიღე, გადაშალე ნებისმიერი ფილოსოფიური წიგნი, წაიკითხე და დაიწყე ფიქრი, მსჯელობა... მაგრამ, არა. ამის დრო არ არის.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათემატიკა ფილოსოფიაზე ნაკლებად რთული არაა, უმეტესობისთვის მიუწვდომელია, ძალიან ელიტური სფეროებია, ცხოვრებას არ გიადვილებს, მაგრამ უმეტესობას ესმის მათი აუცილებლობა.
ისე ორჯერ ორი რომ ოთხია ეგ მთლად ტრივიალური არაა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე არ არსებობდა მაგის დამტკიცება. პეანოს აქსიომებით იგება ნატურალური რიცხვების თვისებები. პრობლემა რაღაცა საკითხების აბსტრაქტულად განხილვაში და ჩაღრმავებაში არაა, მათემატიკოსები უღმავდებიან და გვაძლევენ კონკრეტულ პასუხს. ფილოსოფოსები რომ უღრმავდებიან, რა შედეგს ვიღებთ?
ჯერჯერობით "თავისუფალი ნების" გარდა სხვა მაგალითი ვერ ვნახე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53633622
· 21 Oct 2018, 18:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ორ ალბათ ყველაზე დიდ ფილოსოფოსს არისტოტელეს და კანტს ფიზიკაში მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებიათ. არცერთი დიდი ფიზიკოსი არ ყოფილა ფილოსოფოსი და პირიქით. უბრალოდ შუა საუკუნეებში ნასწავლი ხალხი ყველაფერის "ექსპერტი" იყო. ნიუტონს თეოლოგიაში მეტი აქვს დაწერილი ვიდრე ფიზიკაში. გამოდის რომ თეოლოგების შექმნილია ფიზიკა
ამის დამამტკიცებელ სამეცნიერო წყაროებს ვიხილავდი.
QUOTE
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათემატიკა ფილოსოფიაზე ნაკლებად რთული არაა, უმეტესობისთვის მიუწვდომელია, ძალიან ელიტური სფეროებია, ცხოვრებას არ გიადვილებს, მაგრამ უმეტესობას ესმის მათი აუცილებლობა.
და თქვენ ფიქრობთ, რომ იმ ,,უმრავლესობას" რომელსაც ესმის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობა, იმათ ფილოსოფიის მნიშვნელობა არ ესმით?
Argumentum ad absurdum-ს ჰგავს ცოტათი.
QUOTE
ფილოსოფოსები რომ უღრმავდებიან, რა შედეგს ვიღებთ?
ზოგჯერ შედეგზე მეტად პროცესი უფრო სასიამოვნოა...
QUOTE
ჯერჯერობით "თავისუფალი ნების" გარდა სხვა მაგალითი ვერ ვნახე.
დიდი ალბათობით, ვერც ნახავთ, რადგან არ გსურთ დანახვა. თქვენი ნებაა.
ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, ამით ფილოსოფიას არაფერი აკლდება.
პოსტმოდერნისტულად თუ მივუდგებით, მოდერნის შემდეგ ფილოსოფიას არც უნდა მივანიჭოთ რაიმე მნიშვნელობა.
QUOTE
ეგ სადმე სხვაგან არ წამოგცდეს
P.s. არა, რატომ? მე ჩემი ნათქვამის არ მრცხვენია, არც აქ და არც ,,სადმე სხვაგან"
* * *
ამავე ლოგიკით, შეგიძლიათ იკითხოთ რა ,,სარგებელი" მოაქვს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 246116
რეგისტრ.: 20-October 18
#53633765
· 21 Oct 2018, 18:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საერთოდ ლიბეტის ექსპერიმენტი საკმაოდ გარღვეულია და დროში აცდენილი (თაიმინგის პრობლემა) იმისათვის რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიღოთ, რეალურად არც ლიბეტი ამტკიცებდა რამეს.
ლიბეტის სხვა ექსპერიმენტით მტკიცდება რომ მიღებული ცნობიერი გადაწყვეტილების შედეგად ნერვული აქტივობის "გაუქმება" შესაძლებელია, ანუ თუ თავისუფალი ნება შეიძლება არ გვაქვს, თუმცა "თავისუფალი ვეტო" უეჭველად გვაქვს და ამაზე არცერთი ტიპური მატერიალისტი პოპ-მეცნიერების წარმომადგენელი არ საუბრობს. თავისუფალი ნების მთავარი პრობლემა ის არის რომ ცნობიერება როგორც ასეთი არა-ფიზიკური თვისებების მტარებელია და ფიზიკის დღევანდელ ფრეიმვორქში არანაირად არ ჯდება არაფიზიკური პროდუქტის მიერ ფიზიკურ სისტემაზე ზემოქმედება. სადაც მეცნიერი იჭედება იქ ფილოსოფიაა აუცილებელი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#53634864
· 21 Oct 2018, 21:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dirac
QUOTE
ორ ალბათ ყველაზე დიდ ფილოსოფოსს არისტოტელეს და კანტს ფიზიკაში მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებიათ.
რატომ? ბუნებას ეშინია სიცარიელისო, დღემდე მშვენივრად ცირკულირებს ეს გამოთქმა და შესანიშნავად აღწერს ვაკუუმის თვისებებს. პლატონის წესიერი სხეულები დღემდე უცვლელად მოდის.
იგივე ბერძნული სკოლის წარმომადგენელზე, არქიმედეზე დღემდე ლეგენდები დადის. არქიმედეს ხრახნი, ამომგდები ძალა, ფიგურების მოცულობები დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნიუტონამდე ხდებოდა.
კანტის ფიზიკოსობა არც მე გამიგონია, მაგრამ მე კანტს სულაც არ ვთვლი საუკეთესო ათეულში შემავალ ფილოსოფოსადაც კი, არა თუ საუკეთესო წყვილში.
აი ზოგი პასუხი, რომელიც მომეწონა:
QUOTE
ამავე ლოგიკით, შეგიძლიათ იკითხოთ რა ,,სარგებელი" მოაქვს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს...
++++!
QUOTE
სადაც მეცნიერი იჭედება იქ ფილოსოფიაა აუცილებელი.
ფილოსოფია
QUOTE
საფუძველშივე ინტერდისციპლინურია, ამიტომ თანამედროვე ფილოსოფოსები გადადიან პოლიტოლოგიაში, სოციოლოგიაში, კულტუროლოგიაში და ა.შ.
კიდევ ერთი ანალოგია მინდა მოვიყვანო. ისტორიაში სამურაის ხმალს სასწაულები აქვს ჩადენილი. ბოლო-ბოლო, იაპონია ბევრჯერ დაიცვა ინტერვენციისგან და ერთ ერადაც გააერთიანა. სამურაი თავის სიცოცხლეს და კიდევ მეტიც, თავის სულს ხმალს ადარებდა ხოლმე. დღეს რისი მაქნისია სამურაის ხმალი, ავტომატური თოფების და პისტოლეტების, არტილერიის, ტანკების, წყალქვეშა ნავების, ვერტმფრენების, ატომური და ბალისტიკური რაკეტების საუკუნეში?
იქნება სამხედრო საქმეში ძველი ღირებულება დაკარგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არის დღესაც ხალხი, ვისაც ხმლები უყვარს, ხმლით ბრძოლის ტექნიკას შესანიშნავად იცნობს და რაღაც ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეიძლება კიდეც გამოიყენოს. ასევეა დღეს ფილოსოფიაც. ძირითადად დამხმარე და ინტერდისციპლინარულ ამოცანებსღა უმკლავდება, მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო და კიდევ თქვას თავისი სიტყვა ცოდნა-არცოდნის ფრონტზეც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 246116
რეგისტრ.: 20-October 18
#53636123
· 22 Oct 2018, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
სამურაის ხმალი და თანამედროვე იარაღი ორივე რომ იარაღია არ ვიმჩნევთ მაგას?
რანაირი შედარებაა, ეს იგივეა ფილოსოფიის სხვადასხვა განხრები შეადარო ერთმანეთს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#53636238
· 22 Oct 2018, 01:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PigBenis69
QUOTE
რანაირი შედარებაა, ეს იგივეა ფილოსოფიის სხვადასხვა განხრები შეადარო ერთმანეთს.
ალბათ მეცნიერების ისტორიიდან არ გემახსოვრება, რომ ყველა დანარჩენი დარგი ფილოსოფიას გამოეყო, მისი შვილებია.
გარკვეული თვალსაზრისით, არიან კიდეც ფილოსოფიის სხვადასხვა განხრები, ძველი, აწ კარგად დავიწყებული კლასიფიკაციებით.
ასე დაიბადა ფიზიკა და მეტაფიზიკა, ბიოლოგია და ემბრიოლოგია ფილოსოფოსი არისტოტელეს შრომებიდან, ევკლიდესა და პითაგორას შრომებიდან _ გეომეტრია, ჰიპარქეს შრომებიდან _ ტრიგონომეტრია, ისტორია და ანთროპოლოგია _ ჰეროდოტეს შრომებისგან, დემოკრიტემ და ლევკიპემ _ ატომურ თეორიას ჩაუყარეს საფუძვლები, ხოლო თალესმა, შემდგომში კი _ როჯერ ბეკონმა, ფრენსის ბეკონმა, რენე დეკარტმა და გალილეო გალილეიმ _ მეცნიერულ მეთოდს, რომელიც ყველა მეცნიერებას სჭირდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#53637245
· 22 Oct 2018, 11:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახლა შევნიშნე ეს განყოფილება
პირველი ეს თემა იყო, დავიწყე კითხვა და მივხვდი რომ ჩემი პოსტი აკლია.
რამდენი კაციცაა, იმდენი ფილოსოფიაა (ან აზრია), ანუ ყველა ადამიანი ფილოსოფოსია.
კი იძახიან ფილოსოფოსია დააიყო, მაგრამ სინამდვილეში მით დონე ფილოსოფოსი ხარ, რაც უფრო ყველაფერჩიკი ხარ. ანუ ფილოსოფია ყველა ცოდნას აჯამებს, იაზრებს, აკავშირებს.
ფილოსოფიის ამოცანაა, როგორ ვიყო კარგად, ანუ როგორ იყოს ადამიანი კარგად. ეს უამრავი სფეროს ცოდნას მოითხოვს. ამიტომაც განიმარტება ფილოსოფია, როგორც სიბრძნის სიყვარული. ან ცოდნის ცოდნა.
QUOTE
(Dirac)
აგერ არის ერთი ფილოსოფოსი
http://carnap.umd.edu/philphysics/bub_publications.html
ფიზიკაზე მუშაობს და სტატიებს ფიზიკის ჟურნალებში აქვეყნებს. ფიზიკოსი დაირქვას. ფილოსოფოსობა რაში მდგომარეობს?
ფილოსოფია უფრო მაღალი დონეა. ყველაფერზე მაღლა დგას, ფიზიკაზეც, თეოლოგიაზეც და ა.შ.
შემდეგში აღარავინ თქვას რაა ფილოსოფიაო
(ან ვინ რაზე უნდა შემეკამათოს?) აწი კონკრეტულ საგნებზე უნდა დავწვრილმანდეთ, დახურეთ განყოფილება.
მაგრამ არ დახუროთ, იქნებ ვინმეს უჭირს სხვადასხვა ცოდნის შეჯამება.
This post has been edited by
Komponent
on 22 Oct 2018, 11:51
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფილოსოფია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0547 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.