Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ფილოსოფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
აბორტი
, პანაცეა თუ მკვლელობა?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#53743140
· 8 Nov 2018, 13:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, აბორტის საკითხი თანამედროვე დასავლური საზოგადოებისთვის დებატების ერთ-ერთ წყაროდ იქცა. ჩვენთან, იმ პერიოდში, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა აბორტზე, ვინაიდან სსრკ-ში ვცხოვრობდით, სადაც როგორც ცნობილია ,,სექსი არ იყო", შესაბამისად არც აბორტის საჭიროება არსებობდა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ სსრკ-ში აბორტი დაკანანონებული იყო და აბორტების სტატისტიკით საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებდა. პირად საუბრებში, იმ დროს მცხოვრები ქალები აღნიშნავენ, რომ მათთვის აბორტი განიხილებოდა, როგორც ,,უსიამოვნო საჭიროება". სავარაუდოდ, საქართველოში აბორტისადმი დამოკიდებულება შეიცვალა 1990-იანი წლებიდან, როდესაც სსრკ-ს აწ უკვე ყოფილ მოქალაქეებში ათეიზმის ნაცვლად, რელიგიური გრძნობები გაღვივდა. რელიგია კი როგორც ცნობილია, აბორტს ცოდვად განიხილავს. ალბათ, ამიტომ თანამედროვე ქართველი ქალები, პირად საუბრებში აბორტისადმი, მათი წინამორბედებისგან, მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებენ.
აქვე, აღსანიშნავია, რომ აბორტისადმი დამოკიდებულების მხრივ ცნობილია ორი მიმდინარეობა: Pro-Life და Pro-Choice აქტივიზმი.
Pro-Life
პოზიციის გამტარებლები აბორტის აკრძალვას ითხოვენ, ვინაიდან თვლიან, რომ სიცოცხლე ჩასახვის თანავე ფასეულია და არავის აქვს მისი შეწყვეტის უფლება. ამ ფაქტს ასაბუთებენ იმით, ჩანასახს სასიცოცხლო რეფლექსები ახასიათებს ჩასახვის მომენტიდან, უკვე მეორე კვირიდან კი აქვს ტვინის იმპულსები. ჩასახვიდან მესამე კვირას კი მთლიანად მოწესრიგებულია გულსისხლძარღვთა მუშობის პროცესი. მათთვის აბორტი- მკვლელობაა.
ხოლო
Pro-Choice
აქტივისტები კი უპირატესობას დედის სიცოცხლესა და სურვილს ანიჭებენ და თვლიან, რომ ქალს აქვს უფლება გადაწყვიტოს უნდა თუ არა ბავშვი, გადაწყვიტოს თუ რამდენი შვილი უნდა და შესაბამისად მოიქცეს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი აბორტი ნებადართულია მაშინ, როცა ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით.
ასეთია მცირე ექსკურსი აბორტისადმი დამკვიდრებული პოზიციების მხრივ. თუმცა მე მაინტერესებს საკითხის ფილოსოფიურ ჭრილში, კერძოდ ეთიკის კონტექსტში განხილვა. რა თქმა უნდა, ამ თემის გახსნა სხვა განყოფილებაში შეიძლებოდა, შეიძლება შემეკამათოთ ფილოსოფიასთან რა კავშირი აქვს, თუმცა ვფიქრობ, მორალური დილემის მხრივ ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
ამ ფორუმზეც გადავხედე მსგავს თემებს და ადამიანები ძირითადად ნეგატიურ დამოკიდებულებას აფიქსირებდნენ, ემოციურ, რელიგიურ და მენტალურ კონტექსტში ხსნიან მოვლენას. უფრო პრო-ლაიფ დამოკიდებულება ჭარბობს. თუმცა ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ, მიჩნდება შემდეგი კითხვები:
1- რელიგიის ან ჰუმანისტური ტრადიციის დამოკიდებულება სიცოცხლისადმი გასაგებია, მაგრამ სკეპტიკურად რომ მივუდგეთ რამდენად ღირებულია ადამიანის სიცოცხლე?
2- ხომ არ ვწირავთ აბორტის აკრძალვით, ემბრიონს უარესი ცხოვრებისთვის? ნაგვის ბუნკერში გადაყრილი ჩვილის ფოტოები მიდგება თვალწინ. უკეთესი ვარიანტი ალბათ, სახელმწიფოსთვის ჩვილის გადაცემაა, მაგრამ არც აქვს გვაქვს იმის გარანტია, რომ სახელმწიფო უკეთესად მიხედავს ბავშვს.
3- რამდენად ღირებულია სიცოცხლე იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა 7მილიარდს სცდება და მეცნიერები, რესურსების სიმცირეზე იწყებენ ფიქრს? რამდენად რაციონალური საქციელი ასეთ პირობებში აბორტის აკრძალვის მოთხოვნით გამოსვლა?
საინტერესოა თქვენი პოზიციის წაკითხვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53743304
· 8 Nov 2018, 14:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აბორტი, პანაცეა თუ მკვლელობა?
არც ერთი და არც მეორე რათქმაუნდა
თუ მე2-მე3 კვირაზე კეთდება ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ
აი მერე უკვე რთულია, მორალის და არა მარტო,ამბავში
--------------------
- All moments, past, present and future, always have existed, always will exist
- I am a Tralfamadorian, seeing all time as you might see a stretch of the Rocky Mountains. All time is all time. It does not change. It does not lend itself to warnings or explanations. It simply is.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53743701
· 8 Nov 2018, 15:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოცემულობა არის ასეთი: ვიღაც ტიპის სპერმა და ვიღაც ქალის კვერცხუჯრედი ადამიანი არ არის. 5 წლის ბავშვი ასეთუისე ადამიანი არის.
ლოგიკურად სადღაც ამ ორ მდგომარეობას შორის არის გარდატეხის მომენტი როცა ადამიანი ადამიანად იქცევა, რის შემდეგაც უნდა მოვექცეთ ისე როგორც ვექცევით ნებისმიერ სხვა საზოგადოების წევრს.
შეგვილია განვიხილოთ სად არის ეს გარდატეხის მომენტი და იქამდე რა არის დაშვებული.
ამ ფრაზის შემდეგ ყველაფერი ჩემი მოსუბიექტურო აზრია.
ჩემი აზრით გარდატეხის მომენტი არის სადღაც ჩასახვიდან დაბადებამდე.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი პრინციპულად სხვა რამე არ არის ვიდრე ცალკე სპერმატოზოიდი და ცალკე კვერცხუჯრედი. ყოველდღე ალბათ ბევრი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მაგრდება საშვილოსნოს კედელზე და ამის გამო ქელეხებს არ ვმართავთ.
ბავშვი დაბადებამდე ერთი საათით ადრე პრინციპულად განსხვავებული არ არის ვიდრე დაბადების შემდეგ, უბრალოდ იქამდე სხვა ადამიანის შიგნით არის და შემდეგ მის გარეთ. ამიტომ თუ ვიტყვით რომ მეცხრე თვეში აბორტი მისაღებია მაშინ ისიც უნდა დავუშვათ რომ დაბადებული ბავშვები დახოცონ მშობლებმა და ეს აზრი დიდად გულზე არ მეხატება.
თუ ვთანხმდებით იმაზე რომ სადღაც ჩასახვიდან დაბადებამდეა გარდატეხის მომენტი და ამ მომენტის "დაჭერა" თუ შეუძლებელი არაა, ყოველ შემთხვევაში რთულია, მაშინ მგონი ლოგიკურია ვცადოთ მინიმუმამდე შევამციროთ იმის შანსი რომ პრინციპში ადამიანი მოვაკვლევინოთ ვიღაცას, თუნდაც მშობელს.
ჩემი აზრით 2 თვემდე მისაღებია ასეთუისე. 3 თვე მებევრება მაგრამ ჯანდაბას. ჩასახვიდან 3 თვის შემდეგ მოვექცეთ ისევე როგორც 2 წლის ბავშვს მოვექცეოდით.
--------------------
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53743792
· 8 Nov 2018, 15:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
4 კვირაზე უკვე გულისცემაა :უსერ:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
m e r a
-------->
ჯგუფი: Members
m e r a
-------->
ჯგუფი: Members
წერილები: 9759
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10
#53743846
· 8 Nov 2018, 15:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
4 კვირაზე უკვე გულისცემაა
ცნობიერებამდე მხოლოდ უჯრედების გროვაა და მეტი არაფერი.
ასე რომ, აბორტის აკრძალვა სრული კრეტინობაა და მეტი არაფერი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#53745290
· 8 Nov 2018, 19:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heart_of_Darkness
QUOTE
სავარაუდოდ, საქართველოში აბორტისადმი დამოკიდებულება შეიცვალა 1990-იანი წლებიდან, როდესაც სსრკ-ს აწ უკვე ყოფილ მოქალაქეებში ათეიზმის ნაცვლად, რელიგიური გრძნობები გაღვივდა. რელიგია კი როგორც ცნობილია, აბორტს ცოდვად განიხილავს. ალბათ, ამიტომ თანამედროვე ქართველი ქალები, პირად საუბრებში აბორტისადმი, მათი წინამორბედებისგან, მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებენ.
კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რელიგია დადებითადაც ზღუდავს ადამიანებს და რომ ათეისტებში უფრო მარტივად ხდება ისეთი ცუდი, მაგრამ კანონით დაუსჯადი ქმედებების ჩადენა, ვიდრე თეისტებში, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს, რომ რომელიმე მხარე საპირისპიროს არ აკეთებს, უბრალოდ, შედარებითობაზე მაქვს საუბარი. ისე სწორედ მსგავსი რამის ახსნას ვცდილობდი გუშინ ერთ-ერთ თემაში, სადაც ათეისტებზე ჩამეკითხე.
QUOTE
Pro-Life პოზიციის გამტარებლები აბორტის აკრძალვას ითხოვენ, ვინაიდან თვლიან, რომ სიცოცხლე ჩასახვის თანავე ფასეულია და არავის აქვს მისი შეწყვეტის უფლება
ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ჩასახვისთანავე ემბრიონი იწყებს განვითარებას, შესწბამისად., ის უკვე ცოცხალი ადამიანია, იმის მიუხედავად, ორი თვისაა თუ 9 თვის, რადგან არც 9 თვის ბავშვია გონიერი, ანუ სხვაობა თვითონ ზომაშია.
QUOTE
ხოლო Pro-Choice აქტივისტები კი უპირატესობას დედის სიცოცხლესა და სურვილს ანიჭებენ და თვლიან, რომ ქალს აქვს უფლება გადაწყვიტოს უნდა თუ არა ბავშვი, გადაწყვიტოს თუ რამდენი შვილი უნდა და შესაბამისად მოიქცეს.
ასეთი შეკითხვა დამებადა, სანამ მაქამდე მივიდოდა საქმე, მანამდე რომ ეფიქრათ თავის არიდებაზე არა? თავიანთ უჭკუობას ბავშვი უნდა ემსხვერპლოს? სხვისთვის არვიცი როგორაა, მაგრამ ჩემთვის მორალურად გაუმართლებელია, ექიმიც რომ ვიყო ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, სინდისი არ მომასვენებდა, რადგან მაინც ადამიანია ნაყოფი ზომის მიუხედავად და მკლელობად მიმაჩნია. სრულიად სხვაგვარადაა საქმე თუ ამის საჭიროება დადგა, მაგ: ბავშვის გაჩენით თუ დედის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დგება კითხვისნიშნისქვეშ, მაშინ რა თქმა უნდა ეს გამართლებულია.
* * *
QUOTE
თუმცა ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ, მიჩნდება შემდეგი კითხვები:
1- რელიგიის ან ჰუმანისტური ტრადიციის დამოკიდებულება სიცოცხლისადმი გასაგებია, მაგრამ სკეპტიკურად რომ მივუდგეთ რამდენად ღირებულია ადამიანის სიცოცხლე?
2- ხომ არ ვწირავთ აბორტის აკრძალვით, ემბრიონს უარესი ცხოვრებისთვის? ნაგვის ბუნკერში გადაყრილი ჩვილის ფოტოები მიდგება თვალწინ. უკეთესი ვარიანტი ალბათ, სახელმწიფოსთვის ჩვილის გადაცემაა, მაგრამ არც აქვს გვაქვს იმის გარანტია, რომ სახელმწიფო უკეთესად მიხედავს ბავშვს.
3- რამდენად ღირებულია სიცოცხლე იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა 7მილიარდს სცდება და მეცნიერები, რესურსების სიმცირეზე იწყებენ ფიქრს? რამდენად რაციონალური საქციელი ასეთ პირობებში აბორტის აკრძალვის მოთხოვნით გამოსვლა?
საინტერესოა თქვენი პოზიციის წაკითხვა.
რომც არ იყოს ღირებული ადამიანის სიცოცხლე, არც იმის გარანტია რომ არ იყოს რომ სახელმწიფო უკეთესად მიხედავს ბავშვს, და არც მოსახლეობის რიცხვის ზრდის გამო არ მგონია, ადამიანის სიცოცხლეში ხელოვნურად ჩარევა ღირდეს.
This post has been edited by
KhAtiaAa
on 8 Nov 2018, 19:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
Damnoc
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 72381
რეგისტრ.: 27-October 08
#53745949
· 8 Nov 2018, 21:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
H-8_Oil
კი მაგრამ მაგ ფაქტს ხომ რეალურად მარტო სენტიმენტალური ღირებულება აქვს?
უბრალოდ ათასობით წლის წინიდან მოყოლებული ერთერთი მარტივი და თითქმის უტყუარი მეთოდი იყო ადამიანის სიცოცხლებრივი სტატუსის გასაზომად
შესაბამისად კულტურაში მიენიჭა დიდი მნიშვნელობა.
ობიექტურ ჭრილში პრინციპულად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა მეტაბოლიზმის პროცესისგან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1102
წევრი No.: 245851
რეგისტრ.: 5-October 18
#53745983
· 8 Nov 2018, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აბორტი, პანაცეა თუ მკვლელობა?
მკვლელობა და საერთოდ არ მესმის, რანაირად კლავენ თავიანთ შვილებს...
ვიცნობ ქალებს,რომლებსაც 8-10 აბორტი აქვთ გაკეთებული, მიზეზები განსხვავებულია და ამაზრზენი.
This post has been edited by
Taisiaa
on 8 Nov 2018, 21:46
--------------------
Real Men Eat Plants.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53746022
· 8 Nov 2018, 21:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Damnoc
აჰამ
ერთობ და ფრიად სენტიმენტალური ადამიანი ვარ, ვოთ ქენ აი დუ
4+ კვირაზე ვერ გავიმეტებ ნაღდად აბორტისთვის
მაგრამ
QUOTE
მკვლელობა და საერთოდ არ მესმის, რანაირად კლავენ თავიანთ შვილებს
აი ეს რადიკალური მიდგომა, უარესია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1102
წევრი No.: 245851
რეგისტრ.: 5-October 18
#53746043
· 8 Nov 2018, 21:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
H-8_Oil
ქალი უნდა იყო, რომ გაიგო რა არის შვილი,რომელიც შენს შიგნით ცხოვრობს.
და შენ
მიდიხარ
ფულს იხდი
და ნაწილებად აჭრევინებ
პატარა გული, პატარა ფეხები,ხელები...
ხელები,რომლებიც უნდა შემოგხვეოდა ,ჩაგხუტებოდა ... ქრება
და შენ
აგრძელებ ცხოვრებას
ზედმეტი ტვირთის გარეშე
ისევ ისე,როგორც მანამდე...
გამართლება არ აქვს , საერთოდ როგორ ახერხებენ იქამდე მისვლას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
KhAtiaAa
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 289
წევრი No.: 245202
რეგისტრ.: 4-September 18
#53746059
· 8 Nov 2018, 22:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Taisiaa
QUOTE
ვიცნობ ქალებს,რომლებსაც 8-10 აბორტი აქვთ გაკეთებული
მეზობელი მყავდა ხნიერი ქალი იყო, დედაჩემს ეუბნებოდა 41 აბორტი მაქვსო გაკეთებული, საერთოდ არაფერს არ ვუმატებ, ზუსტად ასე თქვა :/ ჩვეულებრივი სადისტობაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53746069
· 8 Nov 2018, 22:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Taisiaa
რა გული ფეხები და ხელები
ერთი შედედებული სისხლის 2 მილიმეტრიანი წერტილია მესამე კვირამდე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1102
წევრი No.: 245851
რეგისტრ.: 5-October 18
#53746094
· 8 Nov 2018, 22:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
H-8_Oil
შენ ეტყობა არ გაგიგია,რომ გვიან ვადებზეც იკეთებენ ...
და ისე, რა მნიშვნელობა აქვს ?
სიცოცხლის უფლებას ართმევ შენს შვილს.
აქ ესაა მნიშვნელოვანი და არა 3 კვირისაა ნაყოფი, თუ 2 თვის ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53746118
· 8 Nov 2018, 22:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Taisiaa
4+ კვირის მერე არ ვარ მომხრე მეთქი გარკვევით მიწერია
QUOTE
სიცოცხლის უფლებას ართმევ შენს შვილს.
ფლიზ რა
ფილოსოფიის განყოფილებაში ვართ
და მე სულ არ მითხოვია არავისთვის გამაჩინეთ თქო
აქედან მივუდგეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Taisiaa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1102
წევრი No.: 245851
რეგისტრ.: 5-October 18
#53746217
· 8 Nov 2018, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
KhAtiaAa
ძალიან დიდი ტრაგედიაა, თავად იმ ადამიანისთვის.
საინტერესოა, როგორ უდგებიან ამ თემას, რა გამართლებას უძებნიან ამ საქციელს...
ძალიან რთულია ამაზე ესაუბრო მათ და ემოციების გარეშე გამოხატო აზრი, მათთვის ტკივილის მიყენების გარეშე.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფილოსოფია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0347 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.