ფაცეზე შემომეფეთა და აჰანდე, უშურველად გიწილადებთ, ქოცმაცუნების გაკეთებულ უპრეცენდენტო სიკეთეთა (არასრულ) ნუსხას:
,,2013-2017 წლებში მიღწეული შედეგები
❖ 2013-2017 წლებში 2008-2012 წლებთან შედარებით საქართველოში 52%-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა.
❖ დასაქმებულთა რაოდენობა 72,000-ით გაიზარდა. უმუშევრობის დონე შემცირდა 3,4%-ით. 724 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია გაიცა და მხარდაჭერილ იქნა 362 საწარმო.
❖ ტურისტების რიცხვი 155%-ით გაიზარდა. 2013-2017 წლებში საქარტველოს სტუმრობდა 30,7 მილიონი ტურისტი.
❖ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში: 4 მილიონზზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა რის შედეგადაც გადარჩა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე (40-ათასით გაიზარდა მოხუცთა რიცხვი)
- 48-დან 12-მდე შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ახალშობილზე. ( შემცირდა 4-ჯერ)
- ჯანდაცვით ბიუჯეტი გაიზარდა 2,5-ჯერ. (347,4 მილინიდან 894 მილიონ ლარამდე)
- 546 მილიონი ლარით შემცირდა მოსახლეობის მიერ საკუთარი ჯანმრთეობისათვის პირდაპირ „ჯიბიდან“ გაღებული თანხა, რამაც მნიშვნელოვნად იხსნა მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად გაღარიბებისაგან.
- 2016 წლიდან დაიწყო ძუძუს ადრეული კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების ძვირად ღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ( 80%-იანი შეღავათით)
- ამოქმედდა C-ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამა. ათასობით მოქალაქე სრულად განიკურნა. ისარგებლა 40 ათასზე მეტმა პაციენტმა; განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.
- ამუშავდა სოციალურად დაუცველთა მოსახლეობის (10-დან ასიათასამდე სარეიტინგო ქულები) მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა რაც მედიკამეტების სიმბოლურ ფასად- 1 ლარად მიწოდებას ითვალისწინებს.
- ქრონიკულად დაავადებულ მოქალაქეებისათვის 2017 წელს 521 ათასი ლარი ხოლო 2018 წელს მხოლოდ 6-თვეში 818 ათასი ლარი დაიხარჯა.
- 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმის ხელფასი. 2016 წლიდან მაღალმთიან სოფლებში მომუშავე ექიმებს დაენიშნათ ხელფასზე დანამატი, პენსიის ორმაგი, ხოლო ექთნებს- ერთმაგი რაოდენობით.
- აშენდა და აღიჭურვა 82 ამბულატორია ქვეყნის რეგიონებში, სამედიცინო ცენტრები: ხარაგაულში, გუდაურში, რუხში, დედოფლისწყაროში, ლენტეხში.
- შეიქმნა „სოლიდარობის ფონდი“, რომელმაც სიმსივნით დაავადებული 275 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა. უსახსრობის გამო საართველოში სიმსივნით არცერთი ბავშვი არ გარდაცვლილა ამ პერიოდში.
- 2012 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა ასაკობრივი პენსია, 80%-ით შეზღუდული შესაძლებლობის პირთა პენსია, მთაში პენსია დამატებით 20%-ით გაიზარდა.
- გაიზარდა უმწეოთა დახმარება. (გაორმაგდა)
- გასამმაგდა დევნილების პრობლემების მოგვარებისათვის დაფინანსება. 2013-2016 წლებში საცხოვრებელი ბინა მიიღო 6-ათასზე მეტმა დევნილმა. ხორციელდება პროექტები, რომლებიც ახალი საცხოვრებელით დამატებით 5-ათასზე მეტ დევნილს უზრუნველყოფს.
- შეიქმნა „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ რომელიც ითვალისცინებს ფულად დახმარებას შობადობის დაბალი მაჩვენებლის მქონე რეგიონებში - ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში პირველ, მეორე, მესამე და შემდგომ შვილზე.
- დეკრეტიული შვებულების ანაზღაურება 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. დეკრეტის ხანგრდზლივობა 4-დან 6-თვემდე.
- საომარ ოპერაციებში დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადად მიეცათ 100 ათასი ლარი და ყოველ თვიურად დაენიშნათ 1000 ლარი.''
=
გეეცანით, თუ გინდებლარიენ.
This post has been edited by borjgali1964 on 9 Nov 2018, 12:08