ზემოთ თუ ქვემოთ არსებულ განყში იმიტომ არ ვხსნი რომ ისევ პარტიებამდე დავა თემა და აქცევენ მარაზმ ###ობად, თქვენი აზრი მაინტერესებს ერთ კონკრეტულ სტატიასთან მიმართებაში
https://www.ambebi.ge/article/229093-mamam-...marebas-itxovs/ძალიან სამწუხარო რეალობის მიუხედავად რაც აღწერილია ამ წერილში რამდენად შესაძლებელია რომ ეს 10წლის ბავშვის მიერ იყოს დაწერილი? ვისაც ლინკზე გადასვლა გეზარებათ აქვე ის წერილი რომელზეც ზემოთაა საუბარი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"მე ვარ გრიგოლ ესებუა 10 წლის, ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ფოთში თამარ მეფის 71 ნომერში. მამა ბადრი (ბაჩუკი) ესებუა 62 წლის, დედა 57 წლის (დიასახლისი). მამა მუშაობს დროებითი ხელშეკრულებით ფოთის ნავსადგურში 2018 წლის მაისიდან, მანამ აქვე მუშაობდა, მხოლოდ მუდმივ შტატში უფრო მაღალი ხელფასით. მამამ 2013 წელს "ვითიბი ბანკიდან" გამოიტანა იპოთეკური სესხი 19 500 დოლარი, როცა დოლარი 1,65 ლარი ღირდა (სესხი 10-წლიანია დასაბრუნებელია 36 000 დოლარი) თავი ფული დარჩენილი აქვს 16 900 დოლარი.
მამა ყოველთვე იხდიდა 292 დოლარს, მამას აგრეთვე "ტაო პრივატ ბანკის" 35 000 ლარი ჰქონდა ვალი. დოლარის კურსის მატებისა და მამას ხელფასის შემცირების გამო, ვალის გადახდა ფიზიკურად ვერ შეძლო. მას ფული მხოლოდ ვითიბი ბანკისთვის ყოფნიდა. 2018 წელს მამას ხელფასი საქართველოს ბანკმა დაუყადაღა 2019 წლის ივნისამდე. ხელფასის ნაწილი საქართველოს ბანკს მიაქვს 641 ლარი, ხოლო ვითიბი ბანკს 513 ლარი. საუბედუროდ ეს თანხა ვითიბი ბანკს არ ყოფნის, არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
მინდა მივმართო საქართველოს ბანკის მმართველს არ გრცხვენიათ ქუჩაში რომ მტოვებთ, მამას ამდენ პროცენტს ახდევინებთ, მაშიმშილებთ. როგორ აზიდავთ ცოდვას უფალთან, რას ეტყვით ყველაზე დიდ მსაჯულს, ვითიბი ბანკში 18 000$ გადახდილი აქვს, მაგრამ ორჯერ რეორგანიზაციის გამო ეს თანხა არ ეთვლება. ახლა ყადაღის გამო ვერ გადაიხადა და დაგროვდა 570 $, თუ ამ თანხას ორ კვირაში არ გადავიხდით სახლიდან გაძევება გვემუქრება.
მე წასასვლელი არსად მაქვს... სად ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო, რა უნდა ქნას ჩემმა ასაკოვანმა მშობლებმა? მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, კარგად ვსწავლობ, მინდა ასე ბეჯითი მოსწავლე ვიყო მაგრამ სად ქუჩაში? გამოსავალი ერთია - მამამ თავი უნდა მოიკლას, მაშინ სახლიდან არ გაგვყრიან... მე, გრიგოლ ესებუა კეთილ ადამიანებს გთხოვთ, გევედრებით დამეხმაროთ თანხა (თვიური გადასახადი 292$) ივნისის თვემდე. მე სწავლას გავაგრძელებ, გავიზრდები ღირსეული ადამიანი და თქვენს ვალს აუცილებლად დაგიბრუნებთ! ოღონდ ახლა არ გამწიროთ ქუჩისთვის. გთხოვთ..."
ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ეს ამ ფორმით გულის ამრევი არაა ვინც ეს გააკეთა? 99% დარწმუნებული ვარ რომ არაა ამ ბავშვის დაწერილი
სავარაუდოდ ოჯახის ახლობელი საკმაოდ ხანში შესული პედაგოგის მიერაა დაწერილი.
პ.ს. არც ბანკის თანამშრომელი ვარ, ყველა ბანკის დედასაც######, ზედ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ყველა სხვის უბედურებაზე ხეირის მნახველისაც.
მაგრამ მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ რა ქვია ამას? მეგრელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ მარტო მეგრელი თუ გააკეთებდა ამას