ლაშა ტალახაძეს ქართველი გულშემატკივარის დახმარება სჭირდება
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 2017 წლის საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის ნომინაციაზე ქართველი ლაშა ტალახაძეა წარდგენილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ქართველ გულშემატკივარს საშუალება აქვს
http://www.iwf.net/best-lifters-2017/ ამ ბმულზე ოლიმპიურ ჩემპიონს ხმა მისცეს.
1. გახსენით ზემოთ მოცემული ლინკი;
2. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია ერთი ნებისმიერი ძალოსანი ქალის არჩევაც;
3. მითითებულ გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, ქვეყანა და ელექტრონული ფოსტა;
4. შეიყვანეთ კოდის ველში მითითებული ციფრების კომბინაცია.
ხმის მიცემის პროცესი 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.
ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.
http://esport.ge/16183-lasha-talaxazes-qar...-schirdeba.htmlარ დაიზაროთ და ერთგულად დავეხმაროთ ჩვენს საამაყო დევგმირს.
მან ხომ ამდენი სიხარული მოგვგვარა და წინ კიდევ ახალი წარმატებები ელის

სხვა სოც.ქსელებშიც გაავრცელეთ
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3