#53760286 · 11 Nov 2018, 17:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მანქანის გამო ისე უბრალოდ ჩაფრენა არღირს. ბევრი პრობლემა დაგხვდება თუ მანდ ადგილზე არავინ გყავს. 1. ნორმალური მანქანის მისაღებ ფასში ნახვა ძალიან რთულია. იაფიანი მანქანების ვაჭრები 80% არაბები არიან და მათგან 99,99% აფერისტია 2. გადაადგილება უმანქანოდ ძვირი ჯდება ძალიან. ნუ გერმანიაში მასეა და სხვაგან დაზუსტებით ვერ გეტყცი 3. მანქანაც რომ ნახო მას შემდეგ ტრანზიტის ნომრები დაჭირდება თუ თავის ხოდით აპირებ წამოყვანას. ნომრებს ვერ მიიღებ თუ მანქანას აქტუალური ტექდათვალიერება არ აქვს. 4. რომც ამ ყველაფერში გაგიმართლოს, შემდეგ გაფორმების დროს ვინმე უნდა ჩაგიდგეს თავდებში, ის ვინც გერმანიაში ცხოვრობს. მაგას პრინციპში ყველგან არ ითხოვენ, მაგრამ 70-80% თითქმის ყველგან.
აქედან გამომდინარე თუ არავინ გყავს ვინც ამ ყველაფერსი დაგეხმარება, მაშინ არ გირჩევ ესე ბრმად ჩამოსვლას! კარგი მანქანის ნახვას ადგილობრივი გამოცდილი მოჩალიჩეებიც სანთლით ეძებენ.
დანარჩენი გადაწყვიტე. ყველა ვარიანტში წარმატებეს გისურვებ!
This post has been edited by Kaisermann on 11 Nov 2018, 17:53
|