ბულგარეთში კანონი ლუსტრაციის შესახებ, „პანევის კანონი“ (Law on the Temporary
Introduction of Additional Requirements forMembers of Executive Bodies of Scientific Organizations
and the Higher Certifying Commission (the “Panev Law”)) ავალდებულებდა სახელმწიფო
დაწესებულების ყველა მოხელეს წარედგინა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში
სამსახურებისა და პოზიციების ჩამონათვალი. შედეგად, 1994 წლისათვის სახელმწიფო
მოხელეთა 90% - 9000 საჯარო მოსამსახურე, სპეცსამსახურების 14000 თანამშრომელი და
დიპლომატიური სამსახურის მესამედი სამსახურიდან გათავისუფლდა. 1997 წელს მიიღეს ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ (Law on Public Administration),
რომელიც ყოფილ კომუნისტურ ნომენკლატურას უკრძალავდა 5 წლის განმავლობაში საჯარო
სამსახურში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას.
ლატვიაში 1994 წელს მიღებული საარჩევნო კანონი პარლამენტის დეპუტატობის ყველა
კანდიდატისგან მოითხოვდა წარედგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებული
იქნებოდა მისი კავშირები (არსებობის შემთხვევაში) საბჭოთა ან სხვა საიდულმო
ორგანიზაციებთან. კანონი აგრეთვე ეწინააღმდეგება პარლამენტის და მუნიციპალურ
არჩევნებში იმ პირთა დარეგისტრირებას, რომელთაც 1991 წლის 13 იანვრის2 შემდეგ
კომუნისტურ ან მის მონათესავე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციებში იყვნენ
გაერთიანებულები, ასეთივე აკრძალვებია დაწესებული ნატურალიზაციის შემთხვევაში
კანონში მოქალაქეობის შესახებ, რომელიც 1994 წელს მიიღეს.
პოლონეთში 1997 წლის კანონი ლუსტრაციის შესახებ მხოლოდ მინისტრებს, დეპუტატებს, სენატორებს, მოსამართლეებს და მაღალჩინოსნებს ეხებოდა. პოლონეთის მოქალაქე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს ან სამსახურს იწყებდა საჯარო
დაწესებულებაში და მანამდე თანამშრომლობდა კომუნისტურ სპეცსამსახურებთან, ვალდებული იყო სახალხოდ ეღიარებინდა თავისი წარსული და პატიება ეთხოვა.
2006 წლის 21 ივლისს ლუსტრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ავალდებულებდა
ლუსტრაციის პროცედურა გაევლო ყველა საჯარო მოხელეს: ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, თვითმმართველობის დეპუტატებს. მოსამართლეებს, პროკურორებს და ადვოკატებს, ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორებს და
პრორექტორებს და საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიის ადამიანებს. ბოლო
ცვლილება უნდა შეხებოდა ჟურნალისტებს, ბანკირებს, ბირჟის მოხელეებს, კერძო და
სახელმწიფო საშუალო სკოლის დირექტორებს, სპორტული ასოციაციების ხელმძღვანელესაც, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.
ლუსტრაციის პროცესები შეეხო ეკლესიის მსახურებსაც. 2007 წლის იანვარში სკანდალი
მოჰყვა ვარშავის მიტროპოლიტის სტანისლავ ველგუსის გადადგომას. მან აღიარა
თანამშრომლობის შესახებ სოციალისტური პოლონეთის უშიშროების სპეცსამსახურებთან. პოლონეთის ეპისკოპოსების რიგგარეშე სეიმზე მიიღეს გადაწყვეტილება შექმნილიყო
სპეციალური კომისია, რომელიც 45 ეპისკოპოსის საქმიანობას და სპეცსამსახურებთან მათ
შესაძლო თანამშრომლობის ფაქტებს შეისწავლიდა.
ალბანეთის პარლამენტმა 2008 წელს მეორე კანონი მიიღო ლუსტრაციის შესახებ (Act. No. 10034,
of 22 December, 2008), რომელიც ძალაში 2014 წლამდე დარჩა. კანონის მიხედვით, მოხდა
ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებში დასაქმებული
პირების ლუსტრაცია.
http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadF...obaze_lustracia