#53770291 · 13 Nov 2018, 15:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მაინტერესებს თქვენი აზრი სამოქალაქო კოდექსის მუხლი 5051(პრიმა) მუხლის მეორე ნაწილზე, რომელიც კრძალავს 100 000მდე ნივთის ლარამდე ნივთის ფასის ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მიღებას არნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმას ან ინდექსირებას.
ჩემს შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიაში, სამშენებლო მასალებს ღებულობ საზღვარგარეთიდან, ანუ დოლარში, და საცხოვრებელ კორპუსს აშენებ და ფასს ითვლი დოლარში და გაცვლითი კურსის მერყეობის გამო, განვადების ნასყიდობისას შეუძლებელია ლარში განსაზღვრო 1 კვ.მ. ფართის ღირებულება, ვინაიდან არ იცი მისი გადახდის დღისთვის რა კურსი იქნება.
კითხვა, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას, ასევე იქნებ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ამ მოთხოვნის გვერდის ავლის რაიმე ხერხს თუ ხედავთ
|