ბერა:
"
ნიცშე სიყვარულს სინათლეს ადარებდა („სიყვარული ნუგეში არაა, ის თავად სინათლეა“) და მეც გულწრფელად მინდოდა, რომ ჩემი სიყვარულის სინათლეს, თუნდაც ერთი დღით, გაენათებინა ყველას გული, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისაც, მაგრამ შევცდი. იმდენი წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, ბოღმა და შური დავინახე, რომ წამიერად კინაღამ დავეთანხმე ნიცშეს, რომელიც წერდა, რომ „ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია“.
ამიტომაც ახლა მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა "
https://www.facebook.com/beraofficial/ძალიან კარგი პასუხიც ვნახე იქ თითქმის ჩემი სათქმელი ვინმე ბოტკოველის და ამასაც ჩავსვავ:
ბოტკოველი:
"
თქვენთვის კარგი მინდა და ამიტომ მოგწერთ ახლა ამდენს და ჩემს ძვირფას დროს დაგითმობთ მიუხედვად იმისა რომ 1% იც არაა შანსი წაიკითხოთ, მაგრამ თუ თქვენი თავისათვის კარგი გსურთ (მე მსურს თქვენთვის კარგი) მაშინ უნდა წაიკითხოთ ! დრო მოვა და მიხვდებით რა არ მოსწონს ხალხს, ხალხს არ მოწონს როდესაც თქვენს გადაცდომაზე თუნდაც ნაცები მიგანიშნებენ და შესაბამისად ხალხი პრობლემას ხედავს და ამ დროს თქვენი მხარე ( ბესელია კობახიძე )არსებულ პრობლემასა და გადაცდომაზე კი არ საუბრობს, საუბრობს მხოლოდ იმ 9 წელზე თუ რა საშინელება ხდებოდა იმ 9 წლის დროს, ანუ გამოდის რომ 9 წელს გვამადლით და დამადლებაც არაა კარგი საქციელი და უარესიც კია ვიდრე უმადურება, ამიტომ ნაკლებად გამოაჩინეთ ეკრანებზე ცინიკოსი ბესელია კობახიძე და პრობლემებს პასუხი გაეცით ისე რომ წინა 9 წელი არ გაიხსენოთ, ის 9 წელი კარგად გვახსოვს და იმას უარი ვუთხარით მაგრამ თქვენ თუ გსურთ ხალხი შეაშინოთ ბუა მოვაო და იმ 9 წლის სისხლიან მმართველებზე ცოტა ნაკლებად სისხლიანები იყოთ ეს არ გაგამართლებთ ! რატომ არსებობენ პრივილეგირებული ადამიანები თქვენს მთავრობაში? რატომ ხდება რომ 1 ლარად მიითვისა ყველა პარლამენტის და მთავრობის წევრმა მიწები საუკეთესო ადგილებზე და ყველა კორპუსს აშენებს ? ტროტუარებიც კი წაიღეს ასე ურცხვად, რატომ ხდება რომ ბევრმა მთავრობის წევრმა და პარლამენტარმა 1 ლარად იყიდეს ან სულაც საჩუქრად მიიღეს ხალხის ქონება და მულტი მილიონერები გახდნენ უცბად? რატომ ხდება რომ მურუსიძე, ცერცვაძე ჩიუნჩალაძე და მიქაუტაძე რომლებსაც მონებს და უპრინციპო ბანდას და კრიმინალებს ეძახდით ოცნება 2012 წლის არჩევნებამდე შემდეგ უკვე თქვენ გადმოიპორტირეთ და ეხლა პატიოსნები გახდნენ? ვალერი ცერცვაძემ რომ 1 600 000 ით დააყადაღა აიფონ პლუსი და მთელმა საქართველომ დაინახა სასტიკი რეჟიმის სახე და 2 წელი ყვიროდა ის ხალხი რაიმე გააეთეთ ამისათვის? თუ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი? თუ თქვენთვის სტატისტიკაა მთავარი ჯამური რომ წინა 9 წელს შეადაროთ და გავიწყდებთ რომ 1 ადამიანის პრობლემა ხდის ნიღბს მთავრობას ყოველთვის? სად გააქერით აფგან მუხტარლი თუ რაც ჰქვია იმ კაცს . ქალაქის ცენტრიდან რომ ალიევისათვის გესიამოვნებინათ? საცოდავი კაცი შემოგვეკედლა , ჩვენი იმედი ჰქონდა და ცხვარივით გავწირეთ და ალიევის გავლენასა და ფულს შევწირეთ? ამით ხომ საქართველოს ყველა მოქალაქემ დამცირებულად და განადგურებულად იგრძნო თავი? რატომ ხდება რომ მკოიანი რომელიც ნაცების დროს 2 ჯერ პარლამენტის წევრი იყო და ოცნების აქტივისტებს სცემდა ეხლა თქვენთან გადმოიპორტირეთ და ნაცებს სცემს? ანუ რა გამოდის წინა რეჟიმის ყველა ცუდი თვისება ცოტათი დაბალი დოზით მიითვისეთ, და ხალხს ამადლით რომ ისეთი დიდი დოზით აღარ ხდება კორუფცია და ხელისუფლების დანაშაული? თუ გსურთ წარმატება და მხარდაჭერა ხალხისაგან დაივიწყეთ 9 წელი, ჩვენ განვითარება გვჭირდება, ვიცით რა იყო 9 წელი და ამას უარი ვუთხარით და კანონი ყველა ადამიანისათვის იყოს იგივე, არ არსებობდეს პრივილეგირებული ადამიანი , არც 1 ადამიანი არ უნდა დაგრჩეთ დაჩაგრული და არ იფიქროთ რომ ეს 1 არის და არაუშავსო, ხალხისათვის 1 ადამიანის პრობლემა ყველას პრობლემაა ! თუ დღეს მოსამართლე ვალერი ცერცვაძე საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ აიფონ პლუსს ფულს ართმევს ეს ყველა ბიზნესმენისა და ადამიანის პრობლემაა, თუ აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან ქრება ეს ჩვენი ყველა მოქალაქის თავზე ლაფის დასხმაა, თუ მკოიანი (ეს ნაც ზონდერი და ბანდიტი თქვენი გუნდის სამაგალითო წევრია( როგორც თალაკვაძემ და კობახიძემ განაცხადა) ეს კატასტროფაა თქვენთვისვე, ნუთუ ერთი ჭკვიანი მრჩეველი არ გყავთ არავინ? რად გინდათ ეს მედროვე გოშიები? კრიტიკულ აზრს ვერ იტანთ? სხვისი აზრი თქვენთვის არაფერს ნიშნავს ალბათ და ესეც დიდი პრობლემაა თქვენი , ბევრი ჭკვიანი ადამიანია დაიყენეთ გვერდით, არ შეიძლება ყველაფერში ყველაზე ჭკვიანები თქვენ იყოთ, მოისმინეთ კრიტიკული აზრი და გამოიკვლიეთ და გაითვალისწინეთ და გზები დაგვანახეთ როგორ მიხვდით შეცდომას და როგორ აღმოფხვრით და არა " 9 წელი ხომ ურო ცუდი იყოო" გვაძახოთ ! "
ჩვენისთანა ბედნიერი ....