გამარჯობათ ფორუმელებო, ამ მოტოზე თემა ვერ ვნახე , თუ არის მე მომიტევეთ.
მოკლედ ეს მოდელი უკვე ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში, მისი პოპულარობა კი განაპირობა მისმა დაბალმა ფასმა და ნორმალურმა ხარისხმა, ის არის კავაზაკის ერთ ერთი იაფიანი მოდელი რომელიც ქალაქის პირობებში იდეალური ვარიანტია, მისი 2 ცილინდრიანი ძრავი გამოიმუშავებს 72 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს, წვა 5 იდან 7 ლიტრამდე მერყეობს გააჩნია სიარულის სტილს. არის ორი ტიპის მოდელები
F

და N სერიები

F სერია შემოსილია პლასმასებით ხოლო N ვერსია "ნეიკედ" ბაიკია და შესაბამისად ნაკლები პლასმასებით არის აღჭურვილი.
იგი გამოდიოდა 2006 დან 2016 წ-ის ჩათვლით. არის ABS იანი ვერსიებიც.
მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 205კმ/ს ია.
თუ რამე გამომრჩა შეგიძლიან დაამატოთ.