#53772357 · 13 Nov 2018, 22:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 290 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ტრეფიკინგის ჯგუფში ჩართული დაჯგუფების ლიდერს, საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთის სასამართლომ 290 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა ekathemirini იუწყება. აღნიშნულ ჯგუფში ასევე შედიოდა საბერძნეთის მოქალაქე, რომელსაც თესალონიკის სასამართლომ 69 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მოლდოვის მოქალაქეს 36-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ჯგუფის საქმიანობა მიმდინარე წლის აპრილში გამოაშკარავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის დროსაც ირანის მოქალაქე დაიღუპა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჯგუფის წევრები 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით ტრეფიკინგის ცხრა ოპერაციაში იყვნენ ჩართული. მათ მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში გადაჰყავდათ.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|