B l a c k J a c k
Джентелмен Удачи

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15975
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09
|
#53772670 · 13 Nov 2018, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯონ როულსი არის პოლიტიკური თეორიტიკოსი ან პოლიტიკის თეორიტიკოსი ან უბრალოდ ადამიანი რომელმაც ფილოსოფიურად შეხედა პოლიტიკას ყოველგვარი პენისების ზრდის და მშპს გაბერვის და ცრუ დაპირებების გარეშე. ეხება საკმაოდ მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც ჩვენ გვეხება. განიხილავს უამრავ პრობლემას: სამართლიანობის მცნებას, ლიბერალიზმს-რამდენად კარგია, დაპირისპირებას დემორკატიის სხვადასხვა ფლანგს შორის. მე ამისი წიგნი ნახევრამდე წავიკითხე და ისიც მეტროში, მაგრამ დამიჯერეთ საინტერესოა.
დავწერ მხოლოდ ძირითად დებულებებს და მოვარგოთ ჩვენ ქვეყანას. რა არის კარგი, რა არის ცუდი და ა.შ. აშუშუაის ღირებულებები ამის მიხედვით განვითარდა. შეიძება მოგწონდეს ჩრდილოეთ კორეა , მაგრამ ის ფაქტი რომ აშუშუაის თელ მსოფლიოში პირველი ეკონომიკა, ჯარი და კალათბურთის ნაკრები ყავს უტყუარია.
მოკლედ და კონკრეტულად:
როულსი სვამს კითხვას, თუ, ზოგადად, რას წარმოადგენს სამართლიანობის პრობლემა. მისი აზრით, ეს არის ის, თუ როგორ უნდა განაწილდეს ადამიანების თანამშრომლობის ნაყოფი ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. საუბარია იმაზე, თუ განაწილების რომელი სქემაა სამართლიანი (მაგალითად, ყველას მოთხოვნის მიხედვით, ან ყველას უნარის მიხედვით და ა.შ.). მეორე მხრივ, შეიძლება იმას გვეკითხებიან, განაწილების რომელი პროცედურაა სამართლიანიო. როულსი იმ თეორიებს, რომლებიც ამ მეორე კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ, ”პროცედურული სამართლიანობის” თეორიებს უწოდებს. პოლიტიკური თეორიის საგანს არა ცალკეული ქმედებები, არამედ საზოგადოების ”საბაზო სტრუქტურა” წარმოადგენს. ეს საბაზო სტრუქტურა არის ის გარკვეული წესები და პროცედურები, რომელიც ინდივიდის ქმედებებს აწესრიგებს. (დამატებით იხილეთ ფორუმის წესები :დ )
როულსი აცხადებს, რომ სამართლიანობის თეორია რაციონალური თეორიის ნაწილია. თუ ჩავთვლით, რომ თანამშრომლობა შესაძლებელთა შორის საუკეთესო ვარიანტია (მთელი საზოგადოებისთვის), მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ ისიც, რომ არც ერთმა ინდივიდმა არ უნდა იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სამართლიანი პირობები განვსაზღვროთ. შეთანხმება სამართლიანი არ იქნება, თუ იგი სამართლიანი პირობების საფუძველზე არ იქნება მიღწეული. ესეთი შეთანხმება მხოლოდ ჰიპოთეტური შეიძლება იყოს, ანუ იგი მიღწეული უნდა იყოს ერთმანეთის ინტერესების მიმართ ინდიფირენტული, რაციონალური ინდივიდების მიერ, იმ პირობით, რომ ისინი სამართლიანობის პოზიციიდან გამოდიან.
ესეთ შემთხვევაში, საკითხავია, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ სამართლიანობის საწყისი პოზიცია. როულსი უარყოფს სამართლიანობის პირობების შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრის შესაძლებლობას. მისი აზრით, იგი სრულიად განსხვავებული პროცედურის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რომელსაც ”რეფლექსური წონასწორობის” მეთოდს უწოდებს. მორალისტური რეფლექსიის პროცესში ჩვენ გამოგვაქვს დასკვნების ამა თუ იმ კონრკრეტულ ქმედებასთან თუ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ დასკვნებს გონებრივ ექსპერტიზას ვუტარებთ და ვადგენთ ზოგად პრინციპებს. შემდეგ ვუბრუნდებით ცალკეულ დასკვნებს და ვადგენთ მათ შესაბამისობას ზოგად მორალის ზოგად თეორიასთან. ასე ვივლით წინ და უკან ცალკეულ, კონკრეტულ დასკვნებსა და ზოგად პრინციპებს შორის მანამდე, სანამ არ მივაღწევთ იმ წერტილს, როცა აღარ დაგვჭირდება რომელიმე მათგანის შეცვლა. ამ წერტილს რეფლექსური წონასწორობის წერტილი ეწოდება.
სხვა სიტყვებით: მთელი ეს ომები, სახელმწიფოთა შექმნა და დაშლა, შიმშილი, გენოციდები აქეთ მიდის.
სამართლიანობის თავდაპირველი პირობების შენარჩუნებას როულსი სწორედ ამგვარი მორალისტური რეფლექსიის ხარჯზე ცდილობს. ათვლის წერტილს იგი იღებს იმ ინტუიციას, რომ ყველა ინდივიდი უნდა განიხილებოდეს, როგორც თავისუფალი და თანასწორი. აქედან გამომდინარე, უმაღლეს ფასეულობად ადამიანი, როგორც ავტონომიური არსება მიიჩნევა. როგორც ვხედავთ, ”თეორია” არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლიანობის თეორიას, არამედ მისი მიზანია, ასევე, ყველაზე მიმზიდველი იერი შესძინოს ლიბერალურ პოლიტიკურ ტრადიციას. როულსი უარყოფს თანასწორობის უტილიტარისტულ გაგებას და თვლის, რომ უტილიტარიზმი სერიოზულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ადამიანებებს და მათი ცხოვრების წესებს შორის განსხვავებებს. თუ გვსურს, რომ ყველა ადამიანს თანასწორობის საფუძველზე მოვეპყრათ, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ: არცერთი ინდივიდი არ განიხილავს თავის და სხვა ადამიანების ცხოვრებას თანაბრად. სანაცვლოდ, როულსი გვთავაზობს კონტრაქტუალიზმს, როგორც სამართლიანობის პრინციპთან დაკავშირებული პრობლემების საუკეთესო საშუალებას. კონტრაქტუალიზმის მიხედვით, ადამიანების განიხილებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე სუბიექტებად და აქედან გამომდინარე, თითოეულ მათგანს აქვს ვეტოს უფლება.
როდესაც თანასწორობისა და თავისუფლების ინტუიციური იდეების განსაზღვრა დასრულდება, შესაძლებელი გახდება სამართლიანი შეთანხმების პირობების განსაზღვრაც. ამიტომ, არავის შეუძლია დამსახურებად ჩაეთვალოს იმ ეკონომიკური თუ კულტურული კაპიტალის ფლობა, რომელიც მას რომელიღაც კონკრეტულ ოჯახში დაბადებით ერგო. უსამართლო სარგებლისა და ზარალის კატეგორიაში როულსი ბუნებრივ ნიჭსა და ნაკლსაც აერთიანებს. ლეგიტიმურ უსამართლობად იგი მხოლოდ ისეთ ცვლად სიდიდეებს თვლის, რომლებისთვისაც ინდივიდს შეიძლება პასუხი მოვთხოვოთ, ანუ რომლებიც მისი არჩევანის, ქცევის ან შეცდომების შედეგია. ჰიპოთეტური საწყისი პოზიციის აგების პროცესში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ”უმეცრების საბურველი”, ანუ ინდივიდების ისეთი მდგომარეობა, როდესაც ისინი სხვების უპირატესობების თუ ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ის, რაზეც უმეცრების საბურველში მყოფი ინდივიდები შეთანხმდებიან სამართლიანობის პრინციპები იქნება. უმეცრების საბურველი, რა თქმა უნდა, ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობაა, თუმცა რეალურ პირობებში, შესაძლებელია მისი ”გამოცდა”. უმეცრების საბურველის გამოცდა უნდა გაიაროს ნებისმიერმა პრინციპმა, რომელსაც სურს, რათა სამართლიან პრინციპად იქნას აღიარებული. იბადება კითხვა, რომ თუ უმეცრების საბურველში გახვეულ ინდივიდებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ სოციალური მდგომარეობის შესახებ, საიდან მოდის მათი მიზნები? როულსი აცხადებს, რომ არსებობს ე.წ. ”პირველადი სიკეთეები”, რომელთა არსებობაც ნებისმიერი ინდივისთვის ძირითადი პირობაა იმისთვის, რომ მან საზოგადოებაში არსებობს შეძლოს. ამგვარი სიკეთეების რიგს მიეკუთვნება: ჯანმრთელობა და ენერგია, ძალაუფლება, ჭკუა და წარმოსახვის უნარი და ა.შ. აქედან გამომდინარე, შეთანხმების მხარეებმა უნდა ეცადონ ამ პირველადი სიკეთეების მაქსიმალიზაცია. სახეზეა ჰიპოთეზური მდგომარეობის მოდელი: 1. ჩვენ ვიცით მხარეთა თვისებების შესახებ (ისინი რაციონალური ადამიანები არიან); 2. ჩვენ ვიცით, თუ რა ინფორმაცია გააჩნიათ მათ (”უმეცრების საბურველში” არიან გახვეული); 3. ჩვენ ვიცით, თუ რისი მაქსიმალიზაცია უნდა მოახდინონ მათ (პირველადი სიკეთეების კრებული). ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, თუ სამართლიანობის რომელი პრინციპი იქნება შერჩეული. შედეგად ვიღებთ შემდეგ ღირებულებებს: 1. თითოეულმა ინდივიდმა მაქსიმალური თავისუფლებით უნდა ისარგებლოს, რაც სხვების თავისუფლების ტოლფასი იქნება 2. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობები უნდა გამოსწორდეს ისე, რომ: ა)ისინი თანამდებობზე და საზოგადოებრივ მდგომარეობებზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომლებიც ყველასთვის ღიაა; ბ)ისინი ღარიბთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იყოს მიმართული ამ ნორმების საფუძველზე ვიღებთ ისეთ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც სოციალური უთანასწორობების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. სასკოლო სისტემა კი უზრუნველყოფს კულტურული კაპიტალის მემკვიდრეობით გამოწვეული უთანასწორობების გამოსწორებას. როულსის მიღებული ღირებულებები უნდა დალაგდეს ლექსიკოგრაფიული პრინციპის საფუძველზე, ანუ თუ ერთი პრინციპი უსწრებს მეორეს, მეორე პრინციპი ისე არ უნდა შევიდეს ძალაში, თუ მთლიანად არ დაკმაყოფილდება პირველი. სამართლიანობის თეორია გახდა არა მარტო სოციალური ლიბერალიზმის მთავარი ნაშრომი, არამედ გავლენა მოახდინა მისი გამოქვეყნების შემდგომ აღმოცენებულ პრობლემებზე. ჯონ როულსს კი 1999 წელს პრესტიჟული როლფ შოკის პრემია გადაეცა ლოგიკასა და ფილოსოფიაში შეტანილი წვლილისთვის.
ანუ ტიპი თეორიაში წერს იმას რაც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს. სხვათაშორის ასევე წერს, რომ ჯანმრთელობა, ჭკუა, ენერგია და ა.შ. ყოველი ადამიანის საწყისი სიკეთეა და მათი მაქსიმალიზაცია უნდა მოხდეს.
რომ გადმოვაქართულო: ადამიანი არის ავტონომიური არსება. ის არის სამყაროს ჭიპიც, კუჭიც და კიდევ სხვა რაღაცეებიც :დ მთელი რესურსები უნდა განაწილდეს იმ პრინციპის მიხედვით რასაც აირჩევ. გეუბნება რომ თანაბრად განწილება კარგია, მაგრამ თუ ძალიან უნდა ერს: შეუძლია ყველაფერი ჩააბაროს ერთ ადამიანს ვთქვათ და მერე იწუწუნოს(რასაც ჩვენ ვაკეთებთ კიდეც).
ანუ ეს მოდელი რეალურად მიმართულია იმაზე, რომ ყველამ მეტნაკლებად კარგად იცხოვროს, მიიღოს განათლება, მშობლებმა მეტი დრო ატარონ შვილებთან და თქვენ წარმოიდგინეთ და მუშაობს. იმიტომ რომ მთელ რიგ ქვეყნებში აქამდე თავისდა უნებურად მივიდნენ იმ პრინციპით , რომ მე თუ მინდა ცხოვრება-მოდი რა სხვამაც იცხოვროს.
ახლა მთავარი საკითხი: ჩვენთან რა პრინციპს აირჩევდით, თან იმ ფონზე რომ ნაცები ქოცების დახვრეტას ითხოვენ და ქოცები ნაცების :დ ვანაწილოთ რესურსები(სხვათაშორის რესურსებში შედის არა მარტო მატერიალური ღირებულებები, არამედ დროც პირველ რიგში) თანაბრად? მივცეთ ერთ ადამიანს და იმან მართოს? ადამიანთა ჯგუფს მივცეთ? საერთოდ იყოს თუ არა ყველა ადამიანი საქართველოში თანასწორუფლებიანი?(!!!) ანუ დემოკრატია გვინდა? ავტოკრატია გვხიბლავს? კომუნიზმი იქნებ? ფარისევლობა წინა პლანზე? ანუ თეორიას ვირჩევთ პრინციპით, რომ რ ე ს უ რ ს ე ბ ი ამ პრინციპით განაწილდება. დემოკრატიის მამებს შეიძლება სულაც არ ეხატებოდათ გულზე აფროამერიკელბი, ლიჯიპიტო თემის წარმომადგენლები და უცხოპლანეტელები, მაგრამ მსგავსი პრინციპის აუცილებლობას ხედავდნენ და გადადგეს ნაბიჯი. აი ჩვენ კი-არა.
ტიპმა დაწერა ფორმულა, რითაც მიაღწევ წარმატებას როგორც ქვეყანა. 2000 წელზე მეტია გვიბაგუნებენ. დანგრეულ-დაქცეული ქვეყანა იყო მისდღემში, რომელიღაცა რიგითი მოდერმარომაკრძალა ისეთი იმპერიების კარზე.
რა არ შევიდა ჩვენს თავებში? რა ვერ ავითვისეთ? ხომ ვხედავთ რომ არ ჭრის ძველი მეთოდები? რატომ არ უნდა ერს ცვლილებები?
თეორიის დონზე რა თქმა უნდა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ ყველანი დაბანილ-დავარცხნილები ვართ. ასევე მე არ ვარ ნჯო, ფსიქოლოგი, პოლებს არ ვაწყობ და თქვენ წარმოიდგინეთ და არ გეკაიფებით :დ
--------------------
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "
|