თანამედროვე ავტორების მხრივ, თეთრი ლაქები გვაქვს ფორუმზე. ზეიდი სმითის თემაც ვეძიე, მაგრამ ვერ ვიპოვე.

ზეიდი სმითი არის თანამედროვე ინგლისელი მწერალი, რომელიც გვიყვება თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესების ასახვაზე ინდივიდუალურ დონეზე. როგორც ვიკიპედია გვაცნობს, ზეიდი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სპეციალიზაციით - ინგლისურ ლიტერატურაზე.
წიგნების წერის გარდა ის წერს ესეებს კინოზე, ლიტერატურაზე და თანამედროვე მუსიკაზე.
მისი სამწერლო კარიერა 2000წელს ,,თეთრ კბილებით" დაიწყო. კრიტიკოსებმა წიგნს ,,ახალი ათასწლეულის პირველი ლიტერატურული სენსაციაც" კი უწოდეს.
გარდა ,,თეთრი კბილებისა" ზეიდი ავტორია კიდევ 5 წიგნის.
ბიბლიოგრაფია:White Teeth (2000)
The Autograph Man (2002)
On Beauty (2005)
NW (2012)
Swing Time (2016)
The Fraud (2019)
,,თეთრი კბილები" რამდენიმე თვის წინ წავიკითხე, ფენი ფლეგის წიგნთან ერთად. ორივე ავტორს ერთ კატეგორიაში მოვიაზრებ - ჩემთვის ისინი ,,კარგი წიგნის" ავტორები არიან.
წაკითვის შემდეგ, თავიდან ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივი მეინსტრიმული ლიტერატურაა,
მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო ხშირად მახსენდება ამ წიგნის გმირები და სიტუაციები, რომლებშიც ისინი ხვდებოდნენ.
ჩემთვის, ის თემები, რომელიც ამ წიგნშია განხილული პირდაპირი ასახვაა გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე კულტურაში მიმდინარე პროცესების.
კითხვისას, ისეთი შეგრძნებაც კი შეიძლება გაგიჩნდეს, რომ ბანგლადეშელი (პაკისტანელი) მიგრანტების შთამომავალი ხარ იმ მიწაზე, რომელიც თითქოს შენია, რადგან იქ დაიბადე, მაგრამ რომლისთვისაც მაინც უცხო ხარ, შენი განსხვავებულობის გამო (მიგრანტის შთამომავალი ხარ). ამასთანავე, ავტორს იუმორის კარგი შეგრძნება აქვს, რაც სქელტანიანი წიგნის წაკითხვას კაბალურ შრომად, ნამდვილად, არ აქცევს.
წიგნზე საუბარი რომ მინდება, მაშინ ვაცნობიერებ, რომ მასში რაღაც ღირებული იყო, რაც ჩემს ცნობიერებაში ჩაიბეჭდა და მინდა, რომ სხვებთან ერთად გავარჩიო.
* * *
რუშდის ფატვასთან რომ არის ეპიზოდი, ის გამახსენდა, ახლა.
კარგად ჩანს მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებში როგორ ხდება ახალგაზრდების გაერთიანება,
მერე აითოლა რამეს იტყვის და ისინიც მზად არიან წვან წიგნები და ხალხი დახოცონ, რელიგიის თუ ჭეშმარიტების სახელით.
არადა, რომ ჩაეკითხო რომელიმეს, რატომ ძმაო? მხრებს აიჩეჩავს.
თან ამ ეპიზოდში, კარგად ჩანს, მიგრანტთა მეორე თაობის დამოკიდებულება სხვა კულტურაში ცხოვრებისადმი.
თუ მათი მშობლები ცდილობდნენ ადგილობრივ, ინგლისურ კულტურასთან ასიმილაციას, ახალი, მეორე და მესამე თაობის მიგრანტებს ,,სამშობლოს ნოსტალგია აწვებათ". უფრო რელიგიურები და ტრადიციულები ხდებიან, გარეგნულად მაინც.
კარგი ეპიზოდია, ფატვიდან მოსულს მილატს ალსანა, დედა, მის საყვარელ ნივთებს რომ დაუწვავს: იშვიათ ალბომებს, პლაკატებს, ფილმებს და ა.შ. თან ქმარს ეუბნება, გაიგოს როგორია როცა შენს საყვარელ ნივთებს წვავენ და ანადგურებენო.