ანუ ყველა ქვეყანას ხო აქვს თავისი ისტორია, ომები, რეფორმები და ა.შ მომავალმა თაობამ როგორ უნდა წაიკითხოს, როგორ უნდა გაიგოს საკუთარი ქვეყნის ისტორია ზედმიწევნით, როგორ უნდა გაიგოს ვინ იყო მოღალატე, ვინ დაუშვა შეცდომები, ვინ არის ოკუპანტი, როდესაც ხელისუფლების თითოეული წევრი ჩვენს ჯარისკაცებს ადებს ხელს, რომლებმაც თავი გაწირეს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, რომ დღეს თქვენ აქედან სტატუსები და კომენტარები გეწერათ და მეტიც, გაგეკრიტიკებინათ და მოღალატეებად შეგერაცხათ, მართლა ვერ ვხვდები სად ვცხოვრობ და რატო არის ხალხი ესეთი შეუგნებელი, გადახედეთ ომის თითოეულ ფაქტს, ჩართეთ კიდევ 1ხელ დოკუმენტური ფილმები, მოიძიეთ საერთაშორისო მაშტაბით გაკეთებული კომენტარები, სადაც იზიარებენ იმ აზრზს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, საერთოდ არ მეხატება ნაციონალები გულზე და არც ქართული ოცნება მაგრამ, მართლა ვერ ვხვდები ამ ქვეყანას მომავალი როგორ შეიძლება ქონდეს, როდესაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხელისუფლება დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, დამთავრებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრით, ამბობს რომ შენმა ქვეყანამ, ანუ სააკაშვილმა დაიწყო ომი და თითოეული ის პირი უნდა დაისაჯოს მასთან ერთად ვინც ამ ომის უშუალო მონაწილე იყო. ქვეყანამ შეიძლება ამ განცხადებების ფონზე სამუდამოდ დაკარგოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივები, თუ კი ეს პერსპექტივა სადმე ჩანდა, ჰააგის სასამართლომ შეიძლება სამუდამოდ გააქროს იგი და ვფიქრობ კარგ დღეში არ უნდა ვიყოთ და ძალიან მაინტერესებს თქვენ რა აზრის ხართ

კიდევ 1ხელ ვიმეორებ არანაირად არ ვარ მიკერძოებული და არც ნაციონალები მინდა რომ დაბრუნდნენ და არც ქართული ოცნების დარჩენის მომხრე ვარ

უბრალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდება, დავიბრუნებთ თუ არა როდესმე ჩვენს საყვარელ დაკარგულ და ოკუპანტისგან მითვისებულ ტერიტორიებს და მემგონი მარტო მე არ უნდა მანაღვლებდეს ეს საკითხი, თუ თქვენც განაღვლებთ, გამოსავალს რაში ხედავთ საინტერესოა
This post has been edited by bacho199 on 15 Nov 2018, 02:03
The greatest discovery of any generation is that a human being can alter his life by altering his attitude