.... რაღაცა მოხერხებით ვიღაცის დახმარებით, არ ვიცი როგორ ჩავედი აფხაზეთში,
ყველაფერი ისევ ისე დამხვდა, უბრალოდ დაძველებული, გაფუჭებული, ცარიელს ველოდი, მაგრამ არ იყო ცარიელი რატომღაც,
სახლი ისევ იდგა, მეზობლებიც იყვნენ, მკითხეს ვინ ხარო, ვუთხარი ვისი შვილიც ვიყავი, ყოჩაღი კაცი იყო, დაუზარელიო, მე ვერ გამიხსენეს, პატარა ვიყავი, ვერც მე ვიცანი ვერავინ,
ავედი სახლში, გაძარცვული იყო მაგრამ ნივთები რაც ბავშვობიდან მახსოვს ისევ იქაა მიყრილ მოყრილი,
ტახტი, ტახტში თხილი ეყარა ხოლმე, გაჭირებით ვიღებდი, ავხადე და დაობებული დამპალი ნაჭუჭები ეყარა, ბავშვობაში ფანჯრის ახალშეღებილ რაფას ხელები რომ დავადე, აღარ შეუღებიათ ახლიდან, ასე დატოვეს, ახლაც ისევ ისეა, შეუმჩნევლად მაგრამ მაინც ეტყობა, დავეყრდნობოდი და ზღვაში გემებს ვუყურებდი ხოლმე, ახლა ზღვა ჩანს მხოლოდ, გემები აღარაა.
შპალერის ნახატებმა გამახსენა ისევ ბავშვობა, სამზარეულოსკენ გავედი, იქ დახაზულები უნდა ყოფილიყო ჩემი სიმაღლეები 5 წლამდე, აღარ იყო, გაცვდა ეტყობა ეგ ადგილი, იცხოვრა ვიღაცამ ალბად, მერე მიატოვა, აივანზე გავედი, საერთო აივნები გადაღობილი დამხვდა, არ იყო ხოლმე გადაღობილი, კავკასიონისკენ გავხედე, ყოველთვის მწვანე იყო, მზე კავკასიონიდან ამოდიოდა ჩვენთან ზაფხულში, ჩვენთან რომ ფუჭდება გზა ცუდი სანახავია, აქ აფხაზეთში რომ არ მოუვლი მწვანდება, ლამაზდება...
ბევრი რამე გავიხსენე სახლის თვალიერების დროს, მაგიდის კუთხეები რომელსაც ძალიან ხშირად ვეჯახებოდი, არსად წასულა, ფეხები აღარ აქვს, მიუყუდებიათ, აღარ წაიღეს, ვერ გამოიყენეს ეტყობა, ცოტა მოშორებით ბაღჩები გვქონდა ყველას, ჩავედი მინდოდა მენახა ჩემი პატარა ლიმონი და მანდარინის ხეები, მახსოვს ჩემ სიმაღლეები რომ იყვნენ, მივედი მაგრამ აღარაფერი იყო იქ, ბაღების მაგვარი, ერთიანად სიმწვანეშია, სად ლიმონია სად მანდარინი აღარ ჩანს...
წავედი ზღვისკენ, ცივა, მაგრამ მახსოვს ბავშვობაში სიცივეში ბანაობდნენ ხოლმე, ზღვა თბილია მაგ დროს, რატომ მახსოვდა ასე არ ვიცი, ძალიან ცუდი სანაპიროა, ადრეც ასე იყო ბავშვობაში ბევრჯერ გამიჭრია ფეხი და ხელი დაყრილ რკინის ნაჭრებზე, სანაპიროა დაპატარავებული თითქოს, ან მე მახსოვს ცუდად, მალევე მივედი ზღვასთან, ფეხი ჩავყავი ცივია ძალიან მაგრამ მახსოვს რომ ჩადიოდნენ ზამთარშიც, მეც აუცილებლად უნდა ჩავიდე, გავიხადე, დავალაგე ტანსაცმელი და შევედი ნელნელა, მუხლებს ზემოთ რომ აცდაწყალი თავით გადავხტი....
გამეღვიძა...
ვის ვაგინო აღარ ვიცი,
დააბრუნეთ აფხაზეთი თქვე ფარჩაკებო