მოგესალმებით, ბანი მქონდა ორდღიანი და ვერ ვპოსტავდი
მართალია ვერ გავიგე რისთვის დამბანეს, მაგრამ მაინც...
ახლა თემას რაც შეეხება:
ამ ბიძინაჩემმა თავიდანვე განაცხადა, მერე არართხელ გაიმეორა, ამათ ჩვენ ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენო, არამედ როგორც ჩვენ გვეკადრებაო. ერთხელ რაღაც კომპრომისული ვარიანთიც გააჟღერა, მე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მგონი რბილად დავსაჯოთო თუ რაღაც მაგდაგვარი (თქვენ შემისწორეთ როგორც იყო).
მე რა მაინტერესებს: ამ ნაცებმა თუ მიშხროვამ თუ მიშსექტამ იმდენი ხალხი დახოცა, გაამწარა, დაასახიჩრა, გააუბედურა, ბიზნესმენები დააწიოკა, ხალხს ბიზნესები აახია, ქვეყანა დააქციეს, დააქუცმაცეს, გააუბედურეს, უამრავი ვალი დაუტოვეს ახალ მთავრობას, ჩვენ ხარჯზე გულაობდნენ... უამრავი დანაშაული ჩაიდინეს.. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... მოკლედ მძიმე კრიმინალები და სამშობლოს მოღალატეები...
ჰოდა, მინდა გკითხოთ: რაც ნაცებმა ამ წლებში ჩაიდინეს, ამისათვის როგორ არიან დასასჯელები?
პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
ისე როგორც ჩვენ გვექცეოდნენ - ანუ იგივე მეთოდები, რასაც თვითონ აკეთებდნენ
-------------------------------
კანონის შესაბამისად - გასაგებია , რომ როგორც კანონი ითვალისწინებს
------------------------------
როგორც ჩვენ გვეკადრება - ამაში რას გულისხმობს ბიძინაჩემი არ ვიცი, იქნებ დაწეროთ თქვენ, თუ ამას მიეცით ხმა
------------------------------
ამერიკას და ევროპელებს ვკითხოთ - ჩვენი მეგობრებისთვის ხომ არ გვეკითხა?

------------------------------
ნიურნბერგის პროცესისნაირი გასამართლება
------------------------------
პარტიის აკრძალვა იკმარებს
----------------------------------
ვაპატიოთ, ჩვენ ხომ ჰუმანურები ვართ
მე რომ მკითხო არ მაინტერესებს არც ევროპა არც ამერიკა არც ჰუმანურობა და არც არაფერი: ჯერ ესენი უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ, იმის და მიუხედავად რას იფიქრებენ სადმე: ამერიკაში, ევროპაში, თუ სხვაგან. ესენი იმსახურებენ ისე დასჯას, როგორც თვითონ ექცეოდნენ მოსახლეობას. ამაში შედის ყველაფერი: ცემა-ტყეპა, დუბინკების გადაჭერა, რეზინის ტყვიები, სპეცოპერაციები, დასჯის ყველა ის მეთოდი რასაც იყენებდა ნაცხროვა ციხეებში, ჯარში, მიტინგების დარბევის დროს, სპეცოპერაციების ჩატარების დროს... მოკლედ ყველაფერი ის, რასაც თვითონ აკეთებდნენ...
თქვენ რას ფიქრობთ?