#53860547 · 30 Nov 2018, 03:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფრანგი ჟურნალისტი კი არა, ჩემთვის ის არის საინტერესო, თუ რა პოზიციას დაიჭერს ზურაბიშვილი უზენაეს სასამართლოში, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირის და ქართველი ჟურნალისტის, ოდესღაც ამ ფორუმზე asds ნიკით ცნობილი ვინმე ლევან გუდაძის სარჩელი განიხილება, უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენის შესახებ. არჩეულ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მემკვიდრეობით ერგება მოპასუხე მხარის პოზიცია ამ პროცესზე..
დაუბრუნებს გუდაძეს უკანონოდ ჩამორთმეულ მოქალაქეობას ევროპელი პრეზიდენტი, თუ მარგველაშვილის მსგავსად, ისიც კრიმინალ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს დაიცავს, რომელთაც 2009 წელს გუდაძის პერსონალური მონაცემები გააყალბეს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი, და ამ ფალსიფიცირებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩამოართვეს მოქალაქოება?..
მესმის, კონკრეტულად გუდაძე და მისი უფლებები ქართულ საზოგადოებას მაგარი კიდია, მაგრამ ზურაბიშვილი არ კიდია ვგონმებ, და ის, თუ რამდენად იქნება ან არ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი დამოუკიდებელი და, რა დამოკიდებულება ექნება მას კონსტიტუციისადმი, კონსტიტუციით მოქალაქის თითქოს და გარანტირებული და დაცული უფლებებისადმი..
მე პირადად, არ გამიკვირდება, ზურაბიშვილიც სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების დაცვას შეეცადოს, როგორც ეს მარგველაშვილმა გააკეთა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წულიკაინის უწყებასთან ერთად. არა და, რომ კითხო, ერთიც და მეორეც კონსტიტუციისა და კანონიერების, ადამიანის უფლებების სადარაჯოზეა, თითქოს..
This post has been edited by ika_n1 on 30 Nov 2018, 04:06
--------------------
გამარჯობა. მე ლევან გუდაძე გახლავართ, ჟურნალისტი, 2009 წლამდე საქართველოს მოქალაქე, 2009 წლის 24 დეკემბრიდან, სააკაშვილის მიერ მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ (ბრძანებულება N947), მოქალაქეობის არმქონე პირი - აპატრიდი..
|