#53802364 · 19 Nov 2018, 15:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვალს თუ იხდით მადლობა!
მაგრამ, მემგონი აქვს მოსყიდულ ამომრჩეველს იმის უფლება, რომ წინასწარ გაარკვიოს, ატყუებენ თუ არა.
ამიტომ ვითხოვ განმარტებას ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე:
"როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“". ამ განცხადებაში საეჭვო ადგილები გამუქებულია.
ახსენით, ვალების გადახდა ხდება თუ ერთი საფინანსო ინსტიტუტიდან მეორეში პორტირება?!
ფარავს - ნიშნავს რომ ერთი საფინანსო ინსტიტუტში ვალი იფარება, და ეს ყიდულობს - რას ნიშნავს?! ვალი გადადის მეორე საფინანსო ინსტიტუტში?!
განმარტეთ თუ შეიძლება ეს ყიდულობს რას ნიშნავს? კითხვები ბევრია
კერძოდ: - ქართუს ვალი ექნება ამ ხალხს, და ახლა ქართუ მოითხოვს ამ ვალს ?! ვალის პორტირება ხდება?! - ქართუს ვალი ექნება ამ ხალხს მუდმივად, და მომავალში, დავუშვათ ისევ საარჩევნოდ დაშანტაჯების პერსპექტივით?! - მომავალში ქართუ იკითხავს ამ ვალებზე რას შვებითო და, სახელმწიფგოსგან დაფარვის გადაწყვეტილებას ცალკე გაახმოვანებთ, არჩევნებიდან მოშორებით, რათა ახლა ყაყანი არ ატყდეს ამაზე. - ქართუ "ჯიბეში ჩაისვამს" იმ მევალე საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც იძულებული იქნებიან ეხვეწონ გადაგვიხადე ბოლოსდაბოლოს თუ დაგვპირდიო?! - ან რამენაირად "წილში უჯდება" იმ მევალე საფინანსო ინსტიტუტებს?!
მოკლედ ამ თქვენმა ნახსენებმა ყიდულობს , მე როგორც ამ საკითხის უცოდინარი, უკიდურესად შემაშფოთა. ამიტომ
მოვითხოვ გასაგებას და სიტყვა სიტყვით განმარტოთ, რა ემართება ვალებს და რა სტატუსი ექნება ნაყიდ მილიარდ ნახევრიან ვალს, გინდატ 600 000 ადამიანის მიმართ, ქაერთუს მიმართ, ან სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ!
This post has been edited by picpic on 19 Nov 2018, 15:35
|