ფაქტიურად გახსნა ნაცების სქემა
თამარ ჩიბურდანიძე - “ნაცმოძრაობა” ცდილობს, შემოდგომაზე გაზაფხული მოიყვანოს, თუმცა უშედეგოდ
„დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რეალური ზრახვები ღიად გაგვიმხილა. მათი მიზანი არა პრეზიდენტის სავარძელი, არამედ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია პროპორციული წესით“,- აცხადებს პოლიტიკური მკვლევარი და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც გიგი უგულავას მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ორივე ფრთამ მათი რეალური ზრახვები ღიად გაამხილა და რომ საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძოლის მიღმა სულ სხვა მიზნები იმალებოდა.
„დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რეალური ზრახვები ღიად გაგვიმხილა. მათი მიზანი არა პრეზიდენტის სავარძელი, არამედ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია პროპორციული წესით. სწორედ ამის მოთხოვნით დაიწყებენ ქუჩის გამოსვლებს არჩევნების მეორე დღესვე. ამ მოთხოვნას შეუერთდებიან სხვა პარტიებიც და ეცდებიან საწადელს მიაღწიონ. ეს იყო და არის მათი რეალური მიზანი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ ამხელა რესურსის მობილიზებას ვეღარ შეძლებენ. ორი წლის შემდეგ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეიტინგის ასაწევად. თუნდაც მოეპოვებინათ პრეზიდენტის სავარძელი, ეს თითქმის ვერაფერს შეცვლიდა მათთვის. ამიტომ კარგად იციან, რომ დღეს მათი შემოდგომაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ზამთარი. გაზაფხული კი ნაცმოძრაობისთვის აღარასდროს დადგება. სწორედ ამიტომ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა შემოდგომაზე გაზაფხული მოიყვანონ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ გამოუვათ. ხალხი ბრძენია და ამას საზოგადოება არ დაუშვებს. „ნაცმოძრაობის“ მიზნების ერთადერთი ხელისშემშლელი არჩევნების მეორე ტურში დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხმებია. სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. ეს მოლოდინი არის და ველი ქართველი ხალხის კიდევ ერთ ღირსეულ ქმედებას“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.