ქრონოლოგიურად რომ დავალაგოთ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - იძულებული ვხდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ ქისტებს მიმართავს.
„მე, რიგითმა პანკისელმა კაცმა, თბილისში პარლამენტის წინ ძაღლურად დავიდე ბინა. სიცივეში, წვიმაში თუ ქარში ვგდივარ და გამვლელებისა და საღად მოაზროვნე ხალხის თბილი მოსიყვარულება თუ არა, ალბათ, გულიც გამისკდებოდა და თემირლანის გვერდზე მშვიდად დავიძინებდი, რაც ამათთვისაც დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ არც ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, სიმართლეს არ ჩავხედო თვალებში და ერთადერთი სიტყვა არ ვუთხრა ამ სისასტიკის ჩამდენს და ჩემი ოჯახის დამღუპველს - ,,რატომ". ჩემო ქისტებო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ - არავის ეგონა საქართველოში, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“, რომ მიაჩნია... მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი. ნათქვამია, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, - წერს მაჩალიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
https://www.interpressnews.ge/ka/article/52...davuchiro-mxariმასპასუხობს უხუცესი
პანკისელი უხუცესი მაჩალიკაშვილს: სააკაშვილის დროს 9 ახალგაზრდა მოგვიკლეს
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერს. ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.
ხანგოშვილი ამბობს, რომ ეს მოწოდება მისთვის მიუღებელია და პირადად ის, ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი, მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
ხანგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.
„შევარდნაძის პერიოდში რვა ახალგაზრდა მოგვიკლეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები. სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს - შვიდი ლოპოტას ხეობაში და ორიც მანამდე ცოცხლად გამოწვეს სახლში. ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს. ასე რომ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის. როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვამრთებს ვითარების შეფასება. ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა“ - ამბობს ხასო ხანგოშვილი.
ხანგოშვილის თქმით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოწოდებას არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ადგილობრივი ქისტები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ვისაც ვინ უნდა იმას მისცემს ხმას. ძალიან კარგად ვიცით, რა დამოკიდებულება ჰქონდა მაგ ხალხს პანკისის მიმართ. ხალხი ბრძენია და თვითონ გაარჩევს, ვის დაუჭიროს მხარი. პირადად ჩემთვის მიუღებელია ამ ქალის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს კამპანია. მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ალექსანდრე კარგარეთელთან, ელიზბარ მაყაშვილთან. ადამიანებთან, რომლებიც ქისტების უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ბევრი ქისტი ამ ჯგუფიდან შეეწირა კიდეც ბრძოლას. ამიტომაც მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს. მიმაჩნია, რომ კანდიდატებს შორის ის ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. შეუძლია სწორედ წარმართოს საგარეო პოლიტიკა, ამასთან ერთად, არის კარგი დიპლომატი და შესაფერისი გამოცდილებაც გააჩნია“, - აცხადებს ხასო ხანგოშვილი.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/86134/pa...azrda-mogviklesესეც 2005 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც ავთო და ვახო გუმაშვილები მოკლეს, გუმაშვილების საცხოვრებელი სახლი კი მთლიანად გადაწვეს.