#54093778 · 20 Jan 2019, 02:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს ჭირდება დახმარება. რაღაც ინტელექტი გააჩნია, მაგრამ იმდენად არის შეპყრობილი ამ აზარტით და იმდენი ხანია ჩართულია, რომ ვერ აღწევს თავს ამ შავბნელ სამყაროს.
რა შეგიძლიათ ურჩიოთ მას? ყველაფერთან ერთად არის საშინლად უიღბლო ამ საქმეში. არ მოუგია 2 წელია 1 თეთრიც კი , როდესაც ყოველდღე გარკვეულ თანხას მაინც ათამაშებს. ხან იტყვის კამარას მივმართავო, ხან რას და ხან რას მაგრამ არაფერს არ ასრულებს.
თამაშობს ისეთ თამაშებს ძირითადად, სადაც ინტელექტი არ არის საჭირო. არაერთხელ გადაწყვიტა შედარებით ინტელექტუალურ თამაშების სახეობებში ვცდი ბედსო, მაგრამ იმდენადაა მიჩვეული იმ იღბალზე დამოკიდებულ თამაშებს , რომ ამასაც კი ვერ ახერხებს, ან ძალიან მიზერულ თანხებს თუ იმეტებს სიტყვაზე პოკერისთვის.
ერთი ის მიკვირს, რომ სპორტზე ფსონებს თითქმის აღარ დებს, როცა ადრე გადარეული იყო ტოტალიზატორის თამაშზე. თუმცა ამას იმით ვხსნი, რომ სპორტის ფსონები მისთვი უფრო მეტად აზარტულმა კაზინოს თამაშებმა ჩაანაცვლა.
რა შეიძლება ურჩიოთ? რაში ხედავთ გამოსავალს? რაღაც სასწაულით, ალბათ მისი ბუნებრივი სიფრთხილის გამო არ არის ჯერჯერობით მაინც გამოუვალ ფინანსურ და მორალურ მდგომარეობაში. თუმცა ბევრი უხერხულობა ექმენა ყოველდღიურ თუ ზოგადად ცხოვრებაში ამ ჩვევის გამო.
თხოვნა იქნება , ძვირფასო ფსიქოლოგიის განყოფილების წევრებო, არ დაიშუროთ თუ რამე შეგიძლიათ ან საკუთარი ან სხვისი გამოცდილებიდან რომ ურჩიოთ.
|