nesizცოტა ნაკლებად ეზოთერულ ფრაზირებას ვაწვებით ამ განყში

პირველ რიგში თარგმანი არის ცოტა დაგრეხილი და ზოგადად სიტყვათა წყობა ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია არავერბალური ნაწილის კომუნიკაციისთვის. ხშირად ხდება ხოლმე რომ ქვეცნობიერად მთარგმნელი ისეთ წყობას იყენებს რომელიც მორგებულია მის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე.
ამ შემთხვევაში ციტატა იყო:
"Wer mit Ungeheuern kämpft, mag zusehn, dass er nicht dabei zum Ungeheuer wird. Und wenn du lange in einen Abgrund blickst, blickt der Abgrund auch in dich hinein."
"He who fights with monsters should look to it that he himself does not become a monster. And when you gaze long into an abyss the abyss also gazes into you."
"მან ვინც ურჩხულებს ებრძვის უნდა იზრუნოს იმაზე რომ თვითონაც არ იქცეს ურჩხულად. და როცა შენ დიდხანს იცქირები უფსკრულში, უფსკრულიც იცქირება შენში."
ინტერპრეტაცია იცვლება იმის მიხედვით თუ რამდენად "გაშლი" გამონათქვამს.
ისიც ცალკე საკითხია რეალურად რა იგულისხმა თვითონ ავტორმა. ზოგჯერ წითელი ფარდები უბრალოდ წითელი ფარდებია.
ჩემთვის კომფორტული განზომილებაა ბოლომდე ყველაფრის აბსტრაქცია, მაგ შემთხვევაში აზრი გამოდის: "შენ, ცნობიერი არსება თუ რამეს საკმაოდ დიდხანს დააკვირდები, ამით შეიცნობ მის არსს და ამის გამო ის შენდაუნებრურად გახდება შენი ნაწილი."