იქიდან დავიწყებ, რომ ხალხს ფსიქოლოგიაზე ცუდი წარმოდგენა აქვს, ფსიქოლოგია მხოლოდ პაციენტთან მუშაობა და რჩევების მიცემა გონიათ. ეს უხეშად რომ ვთქვათ
რეალურად კი ფსიქოლოგიის არეალი დიდია და არ არსებობს სფერო სადაც ფსიქოლოგი რომ არ ჭირდებოდეთ.
ელემენტარულად ეროვნული გამოცდების ტესტები ფსიქოლოგების ინსტრუქციით დგინდება ასევე საატესტატო
ბანკებში, გასაუბრებაზე კადრების არჩევას ფსიქოლოგები ახდენენ, ტესტებიც ფსიქოლოგების მიერაა შედგენილი
კონსულტაციებს, რჩევებს ბიზნესმენებს და სხვა წარმატებულ ადამიანებს კერძო ფსიქოლოგები აძლევენ და ასევე ეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში
თუმდაც გამოსასვლელ სიტყვას ფსიქოლოგები წერენ
მარკეტინგში, რეკლამირებაში გათვლებს ფსიქოლოგები აკეთებენ
ბავშვთა ფსიქოლოგია, ზოოფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კრიმინალური ფსიქოლოგია, ბიოლოგიური ფსიქოლოგია, ქალთა ფსიქოლოგია და კიდევ ბევრი სხვა...
ყველა ეკონომისტ, იურისტი რომაა ისაა წარმატებული?

P.S ერთ-ერთ ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა ჩემმა მეგობარმა, ბავშვთა ფსიქოლოგი ჭირდებოდათ, 3000ლარი აქვს სტაბილური ხელფასი.
საკმაოდ რთული სამუშაოცაა პროფესიული მხრივ, მაგრამ უღირს.
ეს მეუბნებოდა, როცა ფსიქოლოგიაზე ვაბარებდიო ბებიაჩემი მეუბნებოდაო: "ბებო რა გინდა ფსიქოლოგიაზე გიჟებს უნდა ზდიოო?"