მას შემდეგ, რაც დედამიწაზე დადგა ისეთი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც არსებობისთვის ადამიანს აუცილებლად დასჭირდებოდა შრომის ან ნადირობის გამოყენება და ამით საზამთრო მარაგების შექმნა გადასარჩენად, ქვის ხანის შუახნის ადამიანის წინაპარი, აუცილებლად ჩაუკეტავდა წვდომას თავისზე სუსტ არსებებს იმ სიკეთესთან, რომლის მოპოვებაშიც იმ სხვებს მონაწილეობა არ მიუღია და ასე აიძულებდა ოჯახის ახალ წევრებს საკუთარი თავის სარჩენად საჭირო საქმიანობის გაძღოლას. ოჯახის უფროსი წევრი ახალშეძენილებს ამ მეთოდი გადააქცევდა შრომისუნარიანად და გადააჩვევდა მცირეწლოვანის თანდაყოლილ გართობის ჩვევას, რაც იმ პერიოდში ფიზიკურად ღუპავდა ადამიანს და არა სულიერად. მრავალი ათასი წლის ამგვარი განმეორებითი ქმედება გადაიზრდებოდა ისეთ თანამედროვე აღიარებითი ტიპის მოძღვრებაში, რასაც აღსარებისა და ზიარების საიდუმლო ქვია. აი, მე ვარ მამა და მე მაქვს შენახული ქვეყნიერების ყველა სიკეთე და ამასთან უმთავრესი ცოდნა ამ სიკეთის მოპოვების ხერხებისა, მოდი და მითხარი სიმართლე, გამოისყიდე შენი შეცდომა, მრავალჯერ განმეორებადი ისეთი ქმედებით, რითიც დაადასტურებ შენი სიტყვისადმი ერთგულებას და ამის შემდეგ მე გაგიზიარებ ყველა იმ საიდუმლოს, რაც მე გამაჩნია, რა თქმა უნდა ქვის ხანაში ეს უმთავრესად შეეხებოდა მოპოვებული საკვების გაზიარებას და ადამიანის გონებრივ განვითრებასთან ერთად ეს გარდაიქმნებოდა ცოდნის გაზიარებაშიც, რაც უკვე რელიგიურ მოძღვრებაში გარდაიქმნებოდა, რამეთუ ყველაზე ძლიერი, მომთმენი და ბრძენი პოვებდა აღიარებას იმ ტიპის საზოგადოებაში, რომლებიც დაიწყებდნენ სწორი ცხოვრების ქადაგებას. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ძალადობრივი ქმედებების გამოყენებით და შემდეგ კომუნიკაციის განვითრებასთან ერთად ინფორმაციის ვერბალური გადაცემის გზითაც შთმომავლობაზე.
ამ ტიპის საქციელმა გადაარჩინა და არამარტო გადაარჩინა არამედ დედამიწაზე არსებული, მატერიალური რესურსების მბრძანებლადაც დაადგინა ადამიანი, როგორც კი მან შეძლო წინა თაობების მწარე გამოცდილების დამახსოვრება, რესურსების მოპოვება შენახვის და დროში გადანაწილების შესახებ და ამხელა გავლენის ქონის გამო კაცობრიობის განვითარებაზე შემოინახებოდა ქვის ხანიდან გვიან ისტორიულ ხანებამდე, შემდეგ კი დადგინდებოდა ქრისტიანულ რელიგიურ მოძღვრებაში ერთ-ერთ უმთავრეს რიტუალად აღსარების და ზიარების საიდუმლოს სახით.
http://thurtcods.home.blog/2018/11/13/%e1%...83%a1%e1%83%90/ This post has been edited by beqa_barca on 21 Nov 2018, 11:31