მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად მოიხმარენ სახლში დამზადებული საკვების შეკვეთის სერვისს, არსებობს homechef, რეალურად დიასახლისი, რომელიც წინასწარაა შერჩეული, სხვადასხვა კრიტერიუმებით:
1)საკვების ტემპერატურული რეჟიმის დაცვისთვის აქვს შესაბამისი პირობები
2)არ ჰყავს შინაური ცხოველები და იცავს სისუფთავეს
3)მოიხმარს მხოლოდ ბიოპროდუქტებს.
4)აქვს სხვა ტექნიკური რესურსები.
5)რა თქმა უნდა, არის მაგარი მზარეული.
ამ დიასახლისს აქვს თავისი ადმინ პანელი აპლიკაციაში, იღებს შეკვეთებს მომხმარებლებისგან, ამზადებს საჭმელს და კურიერს ატანს დანიშნულების ადგილზე.
რესტორნისგან განსხვავებით კერძის ფასი საგრძნობლად დაბალია, სახლში მომზადებული საჭმელი კი ყველგან აღიარებულია და თავისი ხიბლი აქვს. დიასახლისისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა სახლიდან გაუსვლელად.
ესეც მსგავსი საიტები ევროპაში
https://www.getmumm.com/https://homecookeduk.com/ვაპირებთ ამ საქმის წამოწყებას, რა რჩევას მომცემთ ?
"Medicine is my lawful wife and literature my mistress; when I get tired of one, I spend the night with the other." - Anton Chekhov