სააკაშვილი: ევროპარლამენტის შენობაში ასეთი გაფარჩაკებული საქართველო ჯერ არ მახსოვს
ნოემბერი 22, 2018
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპამ „ქართული ოცნების“ მთავრობას წითელი შუქი აუნთო. 21 ნოემბერს გამართულ სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
"ევროპარლამენტში ახსენეს ოლიგარქი არაერთხელ, ხმების მოსყიდვა, არჩევნების და ხმების ყიდვა და ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა, რაც არის პირდაპირი გაყალბება არჩევნების. ერთი სიტყვით ყველაზე მძიმე ცოდვები, რაც შეიძლება იყოს ევროპელის თვალში, რაც ხდება საქართევლოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ გამოიღვიძა, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა ოლიგარქ ივანიშვილს, ამ ქურდბაცაცას, ამ ხმების ქურდს, არ მოაპარინებს ქართველი ხალხის არჩევანს. ყველაზე წამყვანი ევროპარლამენტარები და კომიტეტის თავმჯდომარე მაკალისტერი საუბრობდა ამაზე, ვიღაცეები კი არა“ - უთხრა ბრიუსელში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ექს-პრეზიდენტის განცხადებითვე, არ ახსოვს ამ შენობაში „ასეთი გაფარჩაკებული საქართველო,“ რაც არ უხარია, რადგან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „საქართველო ამოწეულიყო და ყოფილიყო მსოფლიო რადარზე.“
„სამარცხვინო იყო საქართველოს მთელი მთავრობა, სამარცხვინო იყო ეს ე.წ. მინისტრი, რაც მთავარია დიდი სირცხვილი არა ჩვენს ქვეყანას, არამედ ივანიშვილს და მის დამქაშებს. მათი დრო საქართველოში იწურება და დღეს ევროპამ მათ ნათლად აუნთო ჩემი აზრით, წითელი ბარათი და წითელი შუქი"- განაცხადა სააკაშვილმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/29614376.html
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა